ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.

 

 

პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა პოლიტიკოსის, პარტია „ლელოს“ წევრისა და არქიტექტორის, ბექა ბერიძიშვილის პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე:

რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმინაობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა? 

წლების მანძილზე მიდიოდა ახალგაზრდებში პოლიტიკის დისკრედიტაცია, რამაც შედეგად პოლიტიკური კლასის გადაბერება გამოიწვია. საქართველოს გადარჩენის ფორმულა ახალგაზრდებშია. ახალგაზრდებს აქვთ ის ძალა და ენერგია, რომელსაც შეუძლია ქვეყანა ჩხიხიდან გამოიყვანოს. ჩემი პროფესია არქიტექტურაა, სადაც ასევე კრიტიკულად მძიმე სიტუაციაა- ნეპოტიზმი, კორუფცია და არაპროფესიონალიზმი ჭამს თბილისის და სრულიად საქართველოს იერსახეს. „ქართულ ჯიგრულ პონტში“ შეთანხმებული პროექტები და დღევანდელი გაუგონარი სატრანსპორტო პოლიტიკა არის ის მიშვნელოვანი გამოწვევა, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყანას.

დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ

„ლელო საქართველოსთვის“ არის პარტია, რომელიც სთავაზობს საზოგადოებას ახალ განსხვავებულ პლატფორმას. „ლელო“-ში თავმოყრილია კვალიფიციური, პროფესიონლების გუნდი, რომლიც აუცილებლად შეცვლის დღევანდელ რეალობას და ქვეყანას დააბრუნებს ევროპულ ოჯახში, რისი ნაწილიც ისტორიულად ყოველთვის ვიყავით.

მიღწევა, რომლითაც ამაყობთ 

როგორც არქიტექტორს, არაერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლის რესტავრაციაში მიმიღია მონაწილეობა, რითიც ნამდვილად ვამაყობ. ასევე ერთ-ერთი ბოლო გამარჯვებად, 8-9 მარტის აქციებს მივიჩნეც, სადაც ჩემი მოკრძალებული წვლილი მიმიძღვის. ვამაყობ, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავარ. ამ დღეებმა დაგვანახა, რომ ხელების ჩამოყრის და ნიჰილიზმის დრო არ არის.

რაზე მუშაობთ ამჟამად? 

იქიდან გამომდინარე, რომ რთულ და ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტს ვუახლოვდებით, არქიტექტურა გადავწიე მეორე პლანზე და ვცდილობ ახალგაზრდების ჩართულობა გავზარდო პოლიტიკაში.

რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად? 

როგორც ზემოთ ავღნიშნე, საქართველოს გადარჩენის ფორმულა ახალგაზრდებშია. ახალგაზრდების გაძლიერება გამოიწვევს პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებას. ჩემი საქმიანობა სწორედ ამას ემსახურება, რომ ახალგაზრდებთან ერთად შევქმნა კონკურენტული გარემო, სადაც თითოეული ახალგაზდის ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი.

ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე  

დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოს ფიზიკურად გადარჩენაა. რუსეთ-უკრაინის ომმა ნიღაბი ჩამოხსნა და ნათლად დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ „ქართული ოცნება“ ემსახურება რუსეთს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ის ზღვარია, რომელიც მნიშვნელოვნად გადაწყვეტს საქართველოს ბედს.

ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში 

20-მა ივნისმა და შემდგომ 8-9 მარტის აქციებმა ცალსახად აჩვენა ქართული საზოგადოების ძალა, რომ ჩვენი ხალხი არც კი განიხილავს სხვა ალტერნატივას და არის უკომპრომისო ევროპულ მომავალთან დაკავშირებით.

ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში 

*პირველი და მნიშვნელოვანი-1991 წლის 9 აპრილი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

*მეორე მნიშვნელოვან გარდატეხად მივიჩნევ ვარდების რევოლუციას. ამავე დროს რუსეთ-საქართველოს ომს, რომელმაც კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა რუსეთის რეალური სახე.

*ვიმედოვნებ, რომ მესამე მნიშვნელოვანი მოვლენა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები აღმოჩნდება, რომელიც იქნება გარდამტეხი მომენტი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.