13 ივნისს საინიციატივო ჯგუფმა თბილისის მასშტაბით ნაგვის ურნებზე გააკრა სტიკერები ცნობილი და იუმორისტული ფრაზებით, რომლებიც მიუთითებენ მოსახლეობას, რომ ნაგავი ბუნკერებში ჩაყარონ. ახალგაზრდა ინიციატორების მთავარი მიზანი არის წვლილის შეტანა მოსახლეობის ცნობიერების გაზრდაში. მსგავსი კამპანიით მათ სურთ იმის ჩვენება, რომ გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა მნიშვნელოვანია.
ახალგაზრდა ინიციატორებმა თბილისის რამდენიმე რაიონში ასეულობით სტიკერი გაავრცელეს, სტიკერებს საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა სრულიად უცხო ადამიანები უღებდნენ ფოტოებს და ავრცელებდნენ სოციალურ ქსელში, მათ შორის იყო რამდენიმე ცნობილი ადამიანიც.