ძალიან გვახარებს და მივესალმებით, რომ (ნამდვილმა!) საზოგადოებამ გამოიჩინა ერთიანობა და პრინციპულობა უსამართლო გადაწყვიტილების პირისპირ.
ეს არის ნამდვილი საზოგადოებრივი აქტივიზმი, რომელიც ნათლად აჩვენებს საქართველოში საზოგადოების ერთიანობის უნარს უსამართლობის პირისპირ.
იმედი გვაქვს, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრო გაითვალისწინებს ამ მოვლენებს და მომავალში თავს შეიკავებს XX საუკუნის 30-იანი წლებისთვის დამახასიათებელი მეთოდებისა და ლექსიკის გამოყენებისგან.