დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, გამოაქვეყნა ახალი წინადადებას, რომელიც ყველა პოლიტიკურ პარტიას დღეს წარედგინა.

ევროკავშირის მიერ დღეს წარმოდგენილი დოკუმენტი, ნამდვილად არის კომპრომისული დოკუმენტი, რომელიც ასახავს საქართველოს ყველა პოლიტიკური აქტორის ინტერესებს და ემსახურება საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას. პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაცია და გაჯანსაღება არის საქართველოს ყველა მოქალაქის სასიცოცხლო ინტერესში.

მივიჩნევთ, რომ რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის, ასევე ქვეყნის წინაშე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა და შეთანხმებაში ასახული რეფორმების ეფექტიანი და ეფექტური განხორციელება წარმოადგენს საქართველოს ყველა მოქალაქის, პოლიტიკური პარტიისა თუ სამოქალაქო ორგანიზაციის პირდაპირ ვალდებულებას.

EGI სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებთან ერთად, აქტიურად ჩავერთოთ ხელშეკრულებაში ასახული რეფორმების განხორციელების საქმეში.

მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოიჩინოს კეთილგონიერება, პატივი სცეს ამ პროცესში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევასაც და ხელი მოაწეროს შეთანხმებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.