დღეს, გავრცელებული ინფორმაციით, რიონის ხეობაში სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები ხეობის ტერიტორიაზე საკომუნიკაციო საშუალებების სიგნალის ჩახშობის მიზნით.

სამართალდამცავების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენება უნდა იყოს მტკიცედ დასაბუთებული და საფრთხის პროპორციული. დაუშვებელია სპეციალური საშუალებების გამოყენება სიტყვისა და აზრის თავისუფლების ჩახშობის მიზნით.

შეგახსენებთ საქართველოს კონსტიტუციის XVII მუხლს:
[…] 4. ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება.
[…] 5. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ სტრუქტურებს პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას და იმოქმედონ პროპორციულობისა და აუცილებლობის პრინციპიდან გამომდინარე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.