30 მაისს საფუძველი ჩაეყარა სოფელ ლაფანაანთკარის ჰაბს. სოფელი არაა მჭიდროდ დასახლებული და არ გამოირჩევა აქტიური ცხოვრებით, თუმცა იქ მცხოვრები ახალგაზრდები ცდილობენ გამოაცოცხლონ კულტურული ცხოვრება და აქტიურად ჩაერთონ სამოქალაქო აქტივიზმში.

ჰაბის წევრების ინიციატივის მიზანი იყო დუშეთის რაიონის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის შენარჩუნება და შემდეგი თაობებისთვის შემონახვა.

საქართველოში კოლონისტ გერმანელთა ჩამოსახლებიდან 200 წელი სრულდება, დუშეთის რაიონის სოფლებისთვის, განსაკუთრებით, ასურეთსა და ბოლნისისთვის, ამ თარიღს დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მათ უზარმაზარი ისტორია აკავშირებს ამ ხალხთან. 1817 წელს აქ ჩამოასახლეს გერმანელები, ხოლო 1941 წელს, ბევრი მათგანი მხოლოდ ეროვნების გამო გააციმბირეს, ხოლო შავი სამუშაოებისთვის (ძირითადად მშენელებლობისთვის) ჩამოიყავნეს გერმანელი ტყვეები, რომლებიც მათთვის სპეციალურად აშენებულ ბარაკებში შეასახლეს.

ახალგაზრდა იცნიციატორებმა მოინახულეს ადგილები, სადაც ისინი ცხოვრობდენ, ერთ-ერთია სოფელი აბანოსხევი. მისი მოსახლეობა იხსენებს, თუ რამდენად განათლებულები იყვნენ ეს ადამიანები, რამდენი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს ადგილობრივ მოსახლეობას, რამდენი დადებითი ურთიერთობა შექმნა ამ ყველაფერმა. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს კოლონისტებისა და ტყვეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ამის ბუკლეტის სახით გამოცემა, რათა დაანახონ საზოგადოებასა და დუშეთის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას, რომ მიუხედავად მტრობისა, სიკეთე და მეგობრული ურთიერთობა არ უნდა მიეცეს დავიწყებას, რათა სხვა თაობებმაც გაიგონ რა არის ტოლერანტობა და ყველა ბარიერის მიუხედავად, სხვისი შრომისა და ცოდნის დაფასება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.