ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.

 

პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა პოლიტიკოსის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გვანცა გაზდელიანის პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე:

რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმინაობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა? 

7-9 მარტს ნათლად დავინახეთ, რომ ხელისუფლება საბჭოთა პრაქტიკით ცდილობს საკუთარი ძალაუფლების გადარჩენას.  წლების განმავლობაში არსებულმა ფარულმა ავტორიტარიზმმა დღეს კიდევ უფრო აშკარა სახე მიიღო და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაშიც სულ უფრო ნაკლები ეჭვი და კითხვის ნიშანი ჩნდება. საქართველო დგას ავტოკრატიული რეჟიმისა და დემოკრატიის გზაგასაყარზე. 

კონსტიტუციაში პირდაპირ და ხაზგასმით მიეთითება, რომ ევროპა არის საქართველოს თვითმიზანი. ამის საპირწონედ, ხელისუფლება უარყოფს ხალხის ნებას და საქართველო მიჰყავს ავტორიტარიზმის უფსკრულისკენ. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ დაიცვას კონსტიტუციით გარანტირებული პროევროპული კურსი და არ დაბრუნდეს რუსულ ორბიტაზე.

დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ

საქართველოს მასშტაბით არაერთი ადამიანი იყო და არის, რომელიც შეიძლება სამაგალითოდ მივიჩნიოთ ცხოვრებისეული-პოლიტიკური პრაქრიკით. ამ მხრივ, მაიცნ მერაბ კოსტავას განსაკუთრებულ სულისკვეთებას გამოვარჩევდი. აქვე, მსოფლიო დონის ლიდერებიდან ხაზგასმით აღვნიშნავ მაჰათმა განდის და ნელსონ მანდელას პოლიტიკურ/საზოგადოებრივ როლს.

მიღწევა, რომლითაც ამაყობთ 

ვფიქრობ, ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა უამრავი გეგმა/მიზანი მაქვს ჩემს პროფესიასთან და საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

რაზე მუშაობთ ამჟამად? 

იურიდიულ პრაქტიკას გავდივარ ერთ-ერთ კომპანიაში.

რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად?  

ჩემი პროფესია და საქმიანობა ძირითადად უკავშირდება იურიდიულ სფეროს, ასევე აქტიურად ვარ ჩართული სამოქალაქო და საგანმანათლებლო საქმიანობაში. ქვეყნის პოლიტიკური, იდეოლოგიური და საზოგადოების მენტალური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ  მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ საქმიანობაში, რათა კიდევ უფრო რეალური გავხადოთ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა.

ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე  

როგორც აღვნიშნე, ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური და იდეური გამიჯვნა. ამასთან დაკავშირებით კი ხალხის აქტიური ჩართულობა გადამწყვეტ როლს შეასრულებს.

ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში

თანამედროვე საქართველოში მკვეთრად არის შეცვლილი საზოგადოების პოლიტიკით დაინტერესების საკითხი. ამ მხრივ ჩემს თაობასაც გამოვყოფ. 

წლების წინ, თუ პოლიტიკური ჩართულობა აპრიორი გულისხმობდა პარტიულ ჩართულობას და პოლიტიკურობა აღქმული იყო პარტიულობასთან, დღეს ეს დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება. 

გადამწყვეტ მომენტებში ნაკლებად არის საჭირო რომელიმე პარტიის ლიდერის ჩართულობა პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად. ბოლო დროს განვითარებული მოვლენებმა დაგვანახა, რომ ამას უკვე ხალხი აკეთებს. საზოგადოება ჩაერთო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში. საზოგადოებამ უკვე გააცნობიერა, რომ ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პირიქით და ამას უკვე თამამად ითხოვს. პრაქტიკულად, ეს დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში

  1. 1989 წლის 9 აპრილი, როგორც სიმბოლო ქართველი ხალხის ერთიანობის. 
  2. 1991 წლის 9 აპრილი, როგორც შედეგი ხალხის გაერთიანების. 
  3. 2003 წლის ვარდების რევოლუცია, როგორც უძრაობის ხანის დასასრული და სახელმწიფოს განვითარების/ პერსპექტივის  დასაწყისი.

One thought on “ახალგაზრდა პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.