ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.

პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა პოლიტიკოსის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრისა და თელავის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის, გიგი გიგიტელაშვილის პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე:

რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმიანობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა?

დღეს ჩემი მთავარი საქმიანობის სფერო ადგილობრივი თვითმმართველობაა, საქართველოში  ადგილობრივ თვითმმართველობას ნამდვილად მნიშვნელოვანი გამოწვევების და პრობლემების წინაშეა.  ქართველი ხალხის ურყევი ნებაა დაამკვიდრონ დემოკრატიული სახელმწიფო ამ სიტყვებით იწყება საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა ხოლო ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს დამკვიდრების ერთ-ერთი მთავარი საშუალება და წინაპირობა ძლიერი, დამოუკიდებელი ადგილობრივი თვითმმართველობაა.  დემოკრატია ხალხის მმართველობას  ნიშნავს ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობა  არის მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უშუალოდ მათი მონაწილეობით მოხდეს ადგილობრივ დონეზე მმართველობის განხორციელება, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა და მოგვარება.

იმისათვის, რომ მოქალაქეები სრულფასოვნად იყვნენ ჩართულები გადაწყვეტილების მიღების პროცესში, იმისათვის, რომ ეფექტურად და დროულად მოგვარდეს ადგილობრივ მნიშვნელობის საკითხები და იმისათვის, რომ სწორედ მოხდეს ადგილობრივ დონზე პრობლემების იდენტიფიცირება აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობა იყოს ძლიერ – პოლიტიკურად დამოუკიდებელი, სათანადო უფლებამოსილებებით და რესურსით უზრუნველყოფილი, კარგად სტრუქტურირებული და ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დაკომპლექტდეს განათლებული კომპეტენტური კადრებით.

ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობა დამოკიდებული მის პოლიტიკურ დამოუკიდებლობის ხარისხზე იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების  (მერების/საკრებულოს წევრების)  არჩევნები ტარდება არადემოკრატიულ არა თავისუფალ გარემოში ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იხარჯება დიდი რაოდენობით შავი ფული შედეგად არჩევნების შედეგები არ ასახავს  ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების მოსახლეობის ნებას არამედ ხელისუფლების ზემოთ ხსენებული ძალისხმევით ხდება იმ ადამიანების დასმა/დანიშვნა მერად და საკრებულოს წვერებად ვინც მათთვის სასურველი კანდიდატია ეს მოცემულობა განაპირობებს შედეგში მერების და საკრებულოს წვერების ანგარიშვალდებულებას არა ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არამედ სახელისუფლებო გუნდის წინაშე შესაბამისად მერები და საკრებულოს წევრები რომლებიც აღნიშნულ პოზიციებზე მოხვდნენ სახელისუფლებო გუნდის ძალისხმევით მთლიანად ექვემდებარებიან პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მათ წინაშე გრძნობენ თავს ანგარიშვალდებულად და არა ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე, ასეთი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაინტერესებული არიან არა თუ მოაგვარონ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები რათა მომავალში მოიპოვონ კვლავ ხალხის მხარდაჭერა არამედ  ემსახურონ  პოლიტიკურ ხელმძღვანელობას რადგან რეალურად  ისინი წყვეტენ მათ ბედს არჩევნებზე ეს მდგომარეობა კი ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას სრულიად სპობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის რეალური მიზანი როგორც ზემოთ აღვნიშნე არის მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა უშუალოდ თვითონ ან მათი არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დროულად და ეფექტურად მოაგვარონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები მაგრამ დღევანდელ რეალობაში ადგილობრივი თვითმმართველობა გადაქცეულია სახელისუფლებო გუნდის მხარდამჭერთა დასაქმების შესაძლებლობად სადაც ხელოვნურად იქმნება არასაჭირო შტატები და საქმდებიან არაკომპეტენტურ ადამიანები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ხელფას არაფრის კეთებაში იღებენ, რის გამოც არამიზნობრივად იხარჯება მილიონობით რალი, რომელიც შესაძლოა მოხმარდეს ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების მოგვარება, სწორედ აღნიშნული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ხდება არჩვების რეალურ შედეგის შეცვლა სახელისუფლებო გუნდების სასარგებლოდ.

თვითმმართველობის არადანიშნულებისამებრ მხოლოდ ვიწროპარტიული მიზნებით გამოყენების შედეგია კორუფცია, არაკომპეტენტურობა და ის  მოუგვარებელი პრობლემები რომელიღაც ჩვენს სოფლებსა და ქალაქებში მოსახლეობას აწუხებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკური დამოუკიდებლობა, სიძლიერე და  ეფექტურობა დამოკიდებულია თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულ,  სამართლიან,  თანასწორ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც უნდა მოიცავდეს  ხელოვნურად შექმნილი შტატების გაუქმებას  შესაბამისად დაიზოგოს მილიონობით ლარის არამიზნობრივი ხარჯი და ის მიემართოს  მოსახლეობისთვის პრიორიტეტული  პრობლემების მოგვარებაზე. რეფორმის ნაწილი უნდა იყოს თვითმმართველობის ორგანოებისათვის უფლებამოსილებებისა და კომპეტენციის გაზრდაც. სწორედ  ზემოთ აღნიშნული საკითხებია ჩემი და ჩემი საქმოსნობის – ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი გამოწვევაა.

დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ?

იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობას საქართველოში არც თუ ხანგრძლივი ისტორია აქვს იშვიათად თუ შეიძლება მოიძებნონ აღნიშნული სფეროს გამორჩეული და სამაგალითო წარმომადგენელი, მაგრამ ნებისმიერ ადამიანი, რომელიც ზრუნავს და ცდილობს თავის უბანი, სოფელი, ქალაქი უკეთესი გახადოს სამაგალითო და მისაბაძია ჩემთვის ასეთი ადამიანები ჩვენს გარშემო კი უამრავია.

მიღწევა, რომლითაც ამაყობთ 

2021 წლის 2 ოქტომბრამდე ჩემს მთავარ მიღწევად სახელმწიფო ეროვნული გამოცდების ჩაბარებას და სასურველ უნივერსიტეტში სასურველ ფაკულტეტზე ჩაბარებას ვთვლიდი თუმცა ეს მიღწევა უფრო დიდმა მიღწევამ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ჩემმა გამარჯვებამ შეცვალა,  მას შედეგ რაც მივიღე შემოთავაზება ვყოფილიყავი ოპოზიციური კანდიდატი  და მებრძოლა ჩემი თემის მაჟორიტარობისთვის დიდ  პასუხისმგებლობა და დიდ გამოწვევა იყო მაგრამ ამ პასუხისმგებლობას მიმძაფრებდა ის რომ ვიყავი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი და ჩემი გამარჯვება შეიძლება ყოფილიყო კარგი პრეცედენტი/მაგალითი სხვა ახალგაზრდებისთვის მომავალში შემოსულიყვნენ პოლიტიკაში და მათ ჩაენაცვლებინათ მოძველებული პოლიტიკურ სპექტრი რომელსაც ამოწურული ჰქონდა საკუთარი თავი და დაკარგული ჰქონდა ხალხის ნდობა. ჩემი მარცხი კი იქნებოდა დემოტივატორი სხვა ახალგაზრდებისთვის პოლიტიკაში შემოსასვლელად, საბედნიეროდ მე ეს შევძელი თავდაუზოგავი შრომით, გულწრფელობით და ახალგაზრდული ენერგიით.  გავხდი ყველაზე ახალგაზრდა მაჟორიტარი – ჩემი გამარჯვებით მივეცი მაგალითი სხვა  დამოუკიდებელი საქართველოში დაბადებულ ახალგაზრდებს შემოვიდნენ პოლიტიკაში და იშრომონ თავიანთ თემებში, სოფლებში,  ქალაქებში არსებული მძიმე რეალობის  უკეთესობისკენ შესაცვლელად.

რაზე მუშაობთ ამჟამად?

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წვერი – მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია  ,,ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის’’ თავმჯდომარის მოადგილე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო,სამანდატო და იურიდიული საკითხთა კომისიის წევრი.

თელავის მუნიციპალიტეტის  გენდერული თანასწორობის საბჭოს წვერი.

რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად? 

ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობები განვითარებული სოფლები და ქალაქები მთავარი წინაპირობაა ქვეყნის სიძლიერისა და განვითარების. ადგილობრივ თვითმმართველობების მიერ სწორად დაგეგმილ ეკონომიკურ, სოციალურ და ინფრასტრუქტურულო პოლიტიკაზეა დამოკიდებული საერთო მოცემულობაში ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ასევ ადგილობრივი თვითმმართველობებია დემოკრატის მთავარი გამოვლინება, იქ სადაც უშუალოდ ხალხია მმართველობის პროცესში ჩართული დემოკრატიის ხარისხი მაღალია შესაბამისად სწორად ხდება პრიორიტეტული  პრობლემების იდენტიფიცირება სწორად ხდება პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნა და შედეგიც პოზიტიურია. მარტივად რომ თქვათ ძლიერი მუნიციპალიტეტები მთავარი წინაპირობა ძლიერი სახელმწიფოსი და ძლიერი დემოკრატიის.

ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე

ქართული საზოგადოება ბევრი გამოწვევის წინაშე შეიძლება იყოს – ცალკეული გამოწვევები მეტად მნიშვნელოვანია ცალკეული გამოწვევები კი ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე  გვაქვს ერთი მთავარი გამოწვევა – გავუძლოთ რუსულ რბილ ძალას, გავუძლოთ  მტრის დეზინფორმაციას  და არ დავუშვათ შეცდომა, რომელმაც შესაძლოა სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს. დღეს მტერი სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით კარგად შენიღბული ეროვნული მოტივებით მანიპულირებს, ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, მეგობარი მტრად წარმოგვიდგინოს საკუთარი თავი კი ერთმორწმუნე მოკეთედ, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ისტორიის – წარსულის სწორედ გააზრებით, ცოდნით, განათლებით, ინფორმირებულობით შევძლოთ მოვიგეროთ რუსული რბილი ძალა და არ გავხდეთ დეზინფორმაციების, მანიპულაციების და შენიღბული მტრების მსხვერპლი.

ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში

მიუხედავად იმისა, რომ  70 წლიან საბჭოთა ოკუპაციამ ძლიერ ზეგავლენა მოახდინა ქართულ საზოგადოებაზე  უკვე 30 წელია  ქართული საზოგადოება ეტაპობრივად თავს აღწევს საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელ მავნე ჩვევებსა და ტრადიციებს, მიუხედავად იმისა რომ საბჭოთა კავშირის ცდილობდა 70 წლის განმავლობაში  ქართულ საზოგადოებაში მოესპო თავისუფლების და დამოუკიდებლობის იდეა, მოესპო ჰუმანურობის და დემოკრატიულობის იდეა, მოესპო განვითარების და უკეთესისკენ სწრაფვის იდეა ქართულმა საზოგადოება მტკიცე აღმოჩნდა ყოველგვარი ზეგავლენის რომელიც ჯერ საბჭოთა კავშირის მიერ ხორციელდებოდა  და ახლა რუსეთის მიერ ხორციელდება. დღით -დღე საზოგადოება უფრო და უფრო უახლოვდება ევროპულ ოჯახს  ბევრი ბარიერის და დეზინფორმაცია მიუხედავად ქართულ საზოგადოებაში შეუჩერებელი ტენდენცია ევროპულ ოჯახისკენ სწრაფვის. მიუხედავად ცალკეული ჩავარდნებისა, ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ერთგული რჩება და მეტიც იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს მომავალს ცივილიზებულ სივრცეში – ევროპაში ხედავენ და სურვილი აქვთ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების, ასევ პოზიტიურია ტენდენციაა იმ მიმართულებითაც რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აღიარებს რომ ჩვენი ქვეყნის ერთადერთი და მთავარი მტერი რუსეთი და რუსული ოკუპაციაა.

ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში

თანამედროვე ქართული სახელმწიფოს არც თუ დიდი ხნისაა თუმცა დროის სიმცირის მიუხედავთ ბოლო  ათწლეულის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენის მონაწილენი გავხდით არ არის მარტივი ამდენ მნიშვნელოვანი მოვლენიდან გამოარჩიო რამდენიმე მაგრამ ვარდების რევოლუცია ცალსახად მთავარი მოვლენაა დამოუკიდებელი საქართველოს  ისტორიაში, როდესაც საქართველო საბოლოოდ მოსწყდა რუსულ ორბიტას, ვარდების რევოლუციამდე არსებობდა საქართველო, როგორც არ შემდგარი სახელმწიფო და ტერიტორიული ერთეული ხოლო ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო წარმოდგა საერთაშორისო არენაზე, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული ერთეული, ვარდების რევოლუციამ  დისფუნქციური ქვეყანა აქცია სწრაფად განვითარებად დემოკრატიულ სახელმწიფოდ, დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა დაიძლია კრიმინალი და კორუფცია მაგრამ ყველა ზემოთ აღნიშნულ მონაპოვარზე მთავარი მონაპოვარი მაინც ის იყო რომ ქარელმა ხალხმა დაიბრუნა მომავლის რწმენა იმედი და პერსპექტივა, რევოლუციამ ყველა დაარწმუნა რომ საქართველო შეიძლება იყოს ძლიერ თავისუფალი დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფო, ის რასაც 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირი ქართველ ხალხს არწმუნებდა, რომ მათ არ შეეძლოთ დამოუკიდებლობად არსებობა ვარდების რევოლუციამ 1 დღეში გაქარწყლა რის შემდეგაც  დღემდე შეუქცევადი საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისკენ და განვითარებისკენ.

2008 წლის ომი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მოვლენაა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, ომი როდესაც ალბათ უკანასკნელად ჩრდილოელმა დამპყრობელმა  სცადა ჩვენი ქვეყნის გაუქმება და რუსულ გუბერნიად გადაქცევა ეს ომი, როგორც მძიმე და მტკივნეულია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ასევე საამაყოცაა მტერმა ვერ შეძლო მიზნის მიღწევა. კიდევ ერთხელ გადარჩა ქართული სახელმწიფო, მიუხედავად იმისა რომ რუსეთმა მოახერხა მნიშვნელოვანი ზიანი მოეყენებინა ქართული სახელმწიფოსთვის  დღევანდელი გადმოსახედიდან უკრაინა – რუსეთის ომის გათვალისწინებით კიდევ უფრო ცხადია რომ აუცილებლად დასრულდება რუსული ოკუპაცია. დღეს კი მნიშვნელოვანია არ შევაჩეროთ ძალისხმევა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და უკეთესი მომავლისათვის.

მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო მოვლენაა უახლოეს საქართველოს ისტორიაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც  პირველად მოხდა ხელისუფლების გადაბარება არჩევნების გზით მშვიდობიანად, სამწუხაროდ აღნიშნულ მოვლენას მხოლოდ ეს ერთი პოზიტიურ ნიშანი აქვს, სხვა ყველა ინდიკატორით კი   ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლა ნეგატიური მოვლენაა იმ შედეგების გათვალისწინებით რაც მივიღეთ. შესაძლოა 2012 წელს საჭირო იყო მთელი რიგი მიღწევების შემდეგ მძიმე შეცდომების გამო ნაციონალურ მოძრაობის პოლიტიკურ პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო და  ხელისუფლება შეცვლილიყო არჩევნების გზით მაგრამ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამ სრულად დააპაუზა ქართული სახელმწიფოს სვლა ევროპული ოჯახისკენ, არ იქნა გათვალისწინებული ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლების დროს დაშვებული შეცდომები მეტიც ყველა მანკიერი ტრადიცია წარმატებით გაგრძელა ქართულმა ოცნება, ახალ ხელისუფლებს ჰქონდა შანსი სასამართლო სისტემის რეფორმით, ადამიანის უფლების კუთხით ახალი სტანდარტის დაკვირვებით და  სხვა საჭირო  რეფორმების გატარებით მნიშვნელოვანი შედეგი მოეპოვებინა აღნიშნულის მაგვერდა კი ქართულმა ოცნების ხელისუფლებამ საქართველოს რუსიფიკაციის პოლიტიკა გადაწყვიტა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.