5 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გამართა შეხვედრა სამოქალაქო ქმედების სკოლის მსმენელებთან სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში და ისაუბრა აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებზე.

სამოქალაქო ქმედების სკოლის წევრებმა გაუზიარეს გიორგი აბაშიშვილს საკუთარი მოსაზრებები საქართველოს ბიუჯეტთან დაკავშირებით, ისაუბრეს თანხების გადანაწილების რაციონალურობაზე და ბიუჯეტის სამომავლო რეფორმირებაზე.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს უცხო ქვეყნების მაგალითები და გაავლეს პარალელები საქართველოს ეკონომიკასთან.

სამოქალაქო ქმედების სკოლა არის პირველი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები გამოიმუშავებენ ანალიტიკური მსჯელობის უნარს, ეცნობიან და განიხილავენ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს, როგორც წარსულიდან, ასევე დღევანდელობიდან.

პროექტი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, თეორიული კურსის ფარგლებში მონაწილეები ესწრებიან ლექციებს საქართველოს წამყვანი ექსპერტებისგან. პროექტის კურსი შედგება ხუთი საბაზისო მოდულისგან: გლობალური პოლიტიკა, უსაფრთხოება, სამართალი, ეკონომიკა და პოლიტიკა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.