ევროპის საბჭოს 34-ე კონგრესში მონაწილეობა ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტმა გიორგი მელაშვილმა მიიღო. გიორგი მელაშვილმა დელეგატებს სიტყვით ორჯერ მიმართა – პლენარულ სხდომაზე – არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული შემთხვევისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის აუცილებლობის შესახებ და ადგილობრივი თვითმმართველობის პალატის სხდომაზე, როდესაც შეაფასა კონგრესის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს.
ვროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი პან-ევროპული პოლიტიკური კრებაა, რომელიც 200 000-ზე მეტი ხელისუფლების 636 წარმომადგენელს აერთიანებს 47 ევროპული ქვეყნიდან.
კონგრესის დანიშნულებაა დემოკრატიის მხარდაჭერა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების შესაძლებლობების გაუმჯობესება და ხელისუფლების თვითმმართველობების გაძლიერება.
მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს ქარტიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დადგენილი პრინციპების შესრულება. ის ხელს უწყობს დელეგირებისა და რეგიონალიზაციის პროცესებს და ქალაქებსა და რეგიონებს შორის თანამშრომლობას.