ევროპულ-ქართული ინსტიტუტის თავმჯდომარე, გიორგი მელაშვილი, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის მოწვევით ახალი უსაფრთხოების ლიდერების პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

ახალი უსაფრთხოების ლიდერების პროგრამა აერთიანებს საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების, თავდაცვისა და პოლიტიკის სფეროების პოტენციურ და გავლენიან ლიდერებს და არის ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ვარშავის უსაფრთხოების ფორუმი წამყვანი ევროპული პლატფორმაა, რომელიც ემსახურება ტრანსატლანტიკურ კოოპერაციას და ფოკუსირებულია უსაფრთხოების გამოწვევებისადმი საერთო საპასუხო ქმედებების შემუშავებას. მასში მონაწილეობენ როგორც სახელმწიფოს მეთაურები, ისე ცნობილი ექსპერტები, მინისტრები და ახალგაზრდა ლიდერები.

სხვადასხვა დროს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და სხვა წამყვანი ქართველი პოლიტიკოსები და დიპლომატები მონაწილეობდნენ.

https://warsawsecurityforum.org/speaker/melashvili-george/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.