გიორგი მელაშვილი - კორეა - წიგნის პრეზენტაცია

გიორგი მელაშვილი წიგნის პრეზენტაციაზე ეროვნულ ბიბლიოთეკაშიგიორგი მელაშვილის წიგნი „კორეა – წარმატების ისტორია“ საინტერესოდ მიჰყვება კორეის ისტორიას უძველესი დროიდან თანამედროვე პერიოდამდე. მელაშვილი აღნიშნავს, რომ კორეის ნახევარკუნძულზე „არსებული პოლიტიკური ერთობა, რომელიც პოლიტიკურ ერთეულად 676 წლიდან არსებობს, ერთ-ერთი უძველესი უწყვეტი პოლიტიკური ერთეულია კაცობრიობის ისტორიაში“ და დეტალურად აღწერს და აანალიზებს კორეის სახელმწიფოს ჩამოყალიბების ისტორიას, ომის შემდეგ ქვეყნის ორად გაყოფის ტრაგედიას და იმ საერთაშორისო ურთიერთობებს, რომელიც ამ ახლად შექმნილ ორ განსხვავებულ პოლიტიკურ სისტემას ცალ-ცალკე ჩამოუყალიბდა. ავტორი ცდილობს, გარკვეული პარალელი გაავლოს საქართველოს ისტორიის ზოგ მოვლენასთან, რაც მკითხველისთვის საინტერესო აღმოჩენა იქნება.

გიორგი მელაშვილის წიგნი

ვინ არიან კორეელები?

საიდან წარმოიშვა სახელი „კორეა“?

რატომ დაიწყო კორეის ომი?

რამ განაპირობა კორეის საოცარი წარმატება?

რა გაკვეთილები შეიძლება გავითვალისწინოთ საქართველოსთვის?

ამ წიგნში ამ და სხვა კითხვებზე ვეცდები გავცე პასუხი.

კორეის ნახევარკუნძულს გააჩნია 2000-წლიანი წერილობითი ისტორია და მდიდარი და უნიკალური კულტურული ტრადიცია, რომელიც ჰომოგენიზაციისა და პოლიტიკური ერთობის მაღალი დონით ხასიათდება.

ნახევარკუნძულზე არსებული პოლიტიკური ერთობა, რომელიც პოლიტიკურ ერთეულად 676 წლიდან არსებობს, ერთ-ერთი უძველესი უწყვეტი პოლიტიკური ერთეულია კაცობრიობის ისტორიაში.

საკუთარ მეზობლებთან: რუსეთითან, ჩინეთსა და იაპონიასთან შედარებით კორეა მცირე სახელმწიფოა, რომელსაც დიდი სახელმწიფოების ინტერესების კვეთაზე არსებობა უწევს.

ამით კორეა საქართველოს ჰგავს – ქვეყნის ადგილმდებარეობა კორეისთვის ერთდროულად წყევლა და კურთხევა აღმოჩნდა.

წიგნის მთავარი მიზანი არის გავაცნოთ ქართველ მკითხველს შორეული, მაგრამ ძალიან საინტერესო ქვეყანა – კორეა, რომლის გამოცდილება სასიცოცხლოდ აუცილებლია საქართველოს განვითარებისთვის.

კორეა – წარმატების ისტორია: რეცენზიათიკო ქაროსანიძე მელაშვილის წიგნის კორეა პრეზენტაციაზე

2015 წელს, როდესაც წილად მხვდა ბედნიერება, კორეის რესპუბლიკას ვწვეოდი, გამაოცა იმ წარმატებამ, რასაც ქვეყანამ სულ რამდენიმე ათწლეულში მიაღწია. ომის შემდეგ ორად გაყოფილი ქვეყნის ერთი ნაწილის წარმატებისა და მეორე ნაწილის წარუმატებლობის ისტორია თვალნათლივ ჩანს იმ 38-ე პარალელზე, რომელზეც ერთ დროს ჰომოგენური სახელმწიფო ორად გახლიჩეს. რამ განაპირობა სამხრეთ კორეის წარმატება და რა გაკვეთილები შეიძლება საქართველომ გაითვალისწინოს? – ეს კითხვები გამიჩნდა მაშინ სამხრეთ კორეაში ყოფნისას.

წიგნის რეცენზია – პროფ. დოქტ. თინათინ ქაროსანიძე, თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანი.

წიგნის შეძენა

წიგნის შეძენა შესაძლებელია წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“, თბილისი, ჭავჭავაძის 17ბ.

წიგნის შეძენა...

ვიდეო წიგნის პრეზენტაციიდან

იხილეთ აგრეთვე

გიორგი მელაშვილის ინტერვიუ ჩრდილოეთ კორეაზე გოგი გვახარიასთან
საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს პრეს-რელიზი

ამ გვერდის შინაარსი და ფოტოსურათები ვრცელდება Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 Unported License.
ყურადღება: ეს შენიშვნა არ ვრცელდება ვებ-გვერდის სხვა მასალებზე.
Creative Commons License

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.