🇩🇪 გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ZDF) ეთერში გავიდა ვრცელი რეპორტაჟი საქართველოსა და ფინეთის შესახებ. რეპორტაჟის ერთ-ერთი სიუჟეტი ეხებოდა ევროპულ-ქართული ინსტიტუტის საქმიანობას: ჩვენს მისიას, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ სივრცეს და გახდეს ევროკავშირის წევრი.👉 გერმანიის ყველაზე პოპულარული ტელევიზიის დაინტერესება ჩვენი საქმიანობით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, ვიმუშაოთ საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.
🫶 მართლაც, როგორც ZDF-მა წარდგენისას აღნიშნა, ჩვენი მიზანი არის „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება“.

სიუჟეტი

ჟურნალისტი: ჩვენ ჩამოვედით საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, სადაც უკრაინისადმი სოლიდარობა ნათლად ჩანს, რუსეთის მიუღებლობასთან ერთად. თვალშისაცემია ასევე უამრავი ევროპული დროშა, მათ შორის – პარლამენტის შენობაზე. საქართველოს მოსახლეობის 80-90 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში შესვლას. დეკემბერში, ქვეყანა მიიღო კანდიდატის სტატუსი. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის გიორგი მელაშვილის, პოლიტიკის მეცნიერის, მიზანი, რომელმაც დააარსა ევროპულ-ქართული ინსტიტუტი.
მისი სურვილია, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაა. რატომ ფიქრობთ, რომ ეს ასე მნიშვნელოვანია?
მელაშვილი: მე არ ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ქართული დემოკრატია ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ჩვენ ჯერ ვეჩვევით დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებას. ჩვენი საბჭოთა მემკვიდრეობა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ძლიერია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელიც შეძლებს საქართველოს გარდაქმნას თანამედროვე, ევროპულ და დემოკრატიულ ქვეყანად.“
ჟურნალისტი: უკრაინას წინააღმდეგ მიმდინარე ომის ტრაგედიის მიუხედავად, მელაშვილი ცდილობს შესაძლებლობების დანახვას. რუსეთის მეზობლები მოსკოვს სულ უფრო და უფრო შორდებიან. როგორ ფიქრობთ, პუტინმა უკრაინაში შეჭრით იმის საპირისპირო თუ მიიღო, რასაც აპირებდა? მეზობლები ხომ პირიქით, რუსეთს შორდებიან?
მელაშვილი: რუსული ინტერესების პერსპექტივიდან, პუტინი ნამდვილად იმის საპირისპიროს იღებს, რაც მას უნდოდა. ფინეთი უკვე NATO-შია, და იმედია, მალე შვედეთიც გაწევრიანდება. საქართველო ახლა ევროკავშირთან უფრო ახლოსაა. ის (პუტინი) კი სულ უფრო და უფრო მეტ პრობლემას აწყდება.
ჟურნალისტი:საქართველო და ფინეთი, რუსეთის ორი ძალიან განსხვავებული მეზობელი, უკრაინაში მიმდინარე ომმა გააერთიანა: პირველი შეხედვით პუტინის რუსეთის შიში,ხოლო დაკვირვების შემდეგ – საკუთარი დიდი მეზობლისგან დისტანცირება და დასავლურ ალიანსებში გაწევრიანების სურვილი.

ვიდეო


სიუჟეტის სრულად სანახავად დააჭირეთ აქ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.