ჩემი მოკლე ბიოგრაფია
დავიბადე ხულოს რაიონში ( ახლა უკვე მუნიციპალიტეტია) 1997 წლის 19 ნოემბერს, ამიტომ ჩემს დაბადებას შუშხუნები ვერ მოყვა, ფიზიკურად არ იყო სადმე. ვარ სამოქალაქო სექტორში აწ უკვე შეგნებული ცხოვრებიდან ჩართული, მიყვარს საინტერესო ადამიანების გაცნობა, ბანაკები, მოგზაურობა, ფოტოგრაფია და სიახლეები. ვსწავლობ თსუში და ვარ რამოდენიმე ორგანიზაციის წევრი. ასე მოკლედ და მრავლისმთქმელად შემოვიფარგლები მე.
ჩემთვის #ინიციატივა / #ქმედება არის
სიყვარული, ურთიერთობა, სისადავე, მეობა, ქართველობა, გაგება. იმ ფასეულობებზე ერთად მუჭებად შეკრებილი ხალხი, რომლებსაც სურთ განვითარება, პროგრესი, ცოდნის გაღმავება და უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება. ასევე იმ ადამიანთა ერთობა, რომლებიც მზად არიან ყველა განსხვავებული აზრის მოსასმენად.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
ადამიანთა ერთობა, რომლებიც აკეთებენ ძალიან კარგ საქმეს, მიუხედავად მათი შეხედულებითი განსხვავებებისა თითოეული მათგანი მოტივირებულია ახალგაზრდებს გაუზიაროს ის ცოდნა, რომელიც მათ გაზრდით კარიერულად და პიროვნულად. რაც მთავარია ევროპულ-ქართული ინსტიტუტი აერთიანებს სამოქალაქო აქტივიზმით გამორჩეულ ადამიანებს, რომლებიც სამომავლოდ ქვეყნის განვითარებაში თავიანთ სიტყვას იტყვიან.
მე ასეთი საქართველო მინდა…
ქვეყანა, რომელშიც ნებისმირი განსხვავებული აზრი მისაღებია და ძალადობრივი ქმედებები საზოგადოებას დაგმობილი აქვს. ეკონომიკა ჯანსაღი კონკურენციით საზრდოობს და სიღარიბე მაქსიმალურად აღმოფხვრილია. ქვეყანა, რომელშიც პროფესიონალიზმია მნიშვნელოვნი, ცოდნა დაფასებულია და დილეტანტები ცოტანი არიან. ქვეყანა, რომლის გულისთვისაც ქვას კიარ შეჭამენ, არამედ ამ ქვას გამოიყენებენ აღმშენებლობიათვის, განვითარებიათვის და უკეთესი მომავლისთვის.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
დიდი ბიჭი, კაი კაცი, დამეტყმელი, პურის მჭმელი, კოლორიტი, ექიმი კაცი, გამგები, დიდთან დიდი პატარასთან პატარა, ბუმბერაზი, ოჯახის კაცი, თავშენახული ადამიანი, რომ შემხვდებიან და იტყვიან: ”რა კაცი რა კაცი”, ორი შვილის მამა და უბრალოდ კარგი ადამიანი.
ქართველობა ჩემთვის არის…
ქართველობა ჩემთვის არის ერთურთის გაგება, სიყვარული და პატივისცემა. ქართველობაა, როცა სანაგვეში ჩააგდებ ნაგავს, ღიმილით შეხვდები ადამიანებს, ადამიანებს დააფასებ თავიანთი ადამიანობით და არა რელიგიის, ასაკის, სქესის, სექსუალური ოროენტაციის, წარმომავლობის თუ სხვა ნიშნით.