ჩემი მოკლე ბიოგრაფია

გიორგი ცერაძე მსოფლიოს მოევლინა 1998 წლის 2 ივლისს, თავისი მოღვაწეობის პირველი 17 წელი გაატარა გორში, ხოლო თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ გადაიხვეწა თბილისში. მას თავისი კოლოსალური მიღწევების გასაჯაროვება დიდად არ უყვარს, თუმცა კულუარულად მოპოვებული ინფორმაციით, არის გიგანტური პოტენციალის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციის – “ევროპელ ინიციატორთა ასოციაციის” თანადამფუძნებელი, ერთგული მეგობარი და გადასახადების პატიოსანი გადამხდელი.

ჩემთვის #ინიციატივა არის

ჩემთვის #ინციატივა არის მასშტაბური და ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ცდილობს ახალგაზრდებში აღმოაჩინოს უნიკალური პოტენციალი და ხელი შეუწყოს მის განვითარებას. #ინიციატივა მნიშვნელოვან ბიძგს აძლევს ახალგაზრდებს ჩამოყალიბდნენ პროგრესსა და ქვეყნის წინსვლაზე ორიენტირებულ ძალად. პლატფორმის იდეა დაშენებულია იმის რწმენაზე, რომ ახალგაზრდა ინიციატორები საქართველოს სამომავლო პროგრესის ქვაკუთხედია. შინაურულად კი, #ინიციატივა არის #ძმ(დ)ობა, #ერთობა, #ურთიერთობა!

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

ეგი არის საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული, ეფექტურად მომუშავე, ჭკვიანი+სიყვარული ხალხით დაკომპლექტებული და “ჯიგარი” არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს, საქართველოს მასშტაბით, საშუალებას აძლევს გაიცნონ მათსავით მოტივირებული ხალხი, მიიღონ არაფორმალური განათლება და მაგალითი აიღონ ხალხისგან, რომლებიც როცა ესენი 5 წლის არიან უკვე 6–ების იყვნენ.

მე ასეთი საქართველო მინდა…

მე არ მინდა საქართველო, რომლის ყოველი წაბორძიკების დროსაც თავისი ხალხი მზად იქნება 37 მანეთად გაყიდოს; არ მინდა საქართველო, სადაც ხალხი თავისი ქვეყნის წარუმატებლობას დასავლეთს, რუსეთს თუ სხვა ვინმეს დააბრალებს და პრობლემას თავის თავში არ ეძებს; არ მინდა საქართველო, სადაც ხალხის დიდი ნაწილი “ლიჟბი აქედან წავიდეს” გაიძახის, თუმცა სუფრაზე პატრიოტობას იფიცება; მ ი ნ დ ა საქართველო, სადაც ხალხი გაიაზრებს, რომ თავის სამშობლოს მის მაგივრად სხვა ვერ და არ განავითარებს; ხალხს ეცოდინება, რომ ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ი ა მოითხოვოს იმის შეცვლა, რაც არ მოსწონს; მინდა საქართველო, სადაც ხალხს სამშობლო მხოლოდ იმის გამო კი არ ეყვარება, რომ პენსია ათი ათასი დოლარია, ან ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი წლიურად 70 ათას დოლარს უდრის, არამედ იმიტომ, რომ თავისი ხელით არის აშენებული და შეკოწიწებული, შესაბამისად, მის მიერვე გამოძერწილ შედევრს ვერც 37 მანეთად და ვერც ტრილიარდ სტერლინგად ვერ დათმობს.

მომავალში მე მინდა გამოვიდე

წარმოდგენა არ მაქვს კონკრეტულად რა მინდა რომ გამოვიდე, ჩინურს და ფრანგულს ვსწავლობ(?), შესაბამისად, მგონია, რომ როგორმე არ დავიკარგები. იდეაში, ის უფრო ვიცი რა არ მინდა, ვიდრე რა მინდა. არ მინდა, რომ ჩემს სამსახურს (გრძელ ვადაში) რუტინური დილის 8 საათზე ადგომის და დღის ბოლომდე არასაინტერესო საქმის კეთების სახე ქონდეს, თუნდაც შემოსავალი ძალიან მაღალი იყოს. ყველანაირად ვეცდები, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე “გაჭირვების” შემდეგ, შევიქმნა ისეთი პირობები, რომ, მეტი თავისუფალი დრო მქონდეს, რათა ვაკეთო ის, რაც მიყვარს და რაც მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია. რატომღაც მგონია, რომ პირადად ჩემი წარმატება, რაც კლასიკური გაგებით, ხშირად აღიქმება, როგორც თავის მატერიალური უზრუნველყოფის შესაძლებლობა, ძალიან მარტივად მიღწევადია. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი მოღვაწეობა ასეთი “მარტივი” მიზნის მიღწევით არ შემოიფარგლოს და ჩემი პირადი წარმატება ქვეყნის წარმატებაშიც გამოიხატოს, რადგან დღევანდელი საქართველოს მდგომარეობის გათვალისწინებთ, მისი მოწინავე ქვეყანად ქცევა სწორედ ისეთი გამოწვევაა, რისთვისაც, ჩემი აზრით, ცხოვრება ღირს.

ქართველობა ჩემთვის არის…

როცა 13 ივნისს, #NBAVote–ს, არჩილ ტატუნაშვილი თემას, ქართულ მარშს, დავით აღმაშენებელს, ჯონდი ბაღათურიას, ევროპაშია კარგად არის–ს, სტალინს და კიდევ ბევრ რამეს ერი ერთდროულად იტევს, ჩვეულებრივი მოკვდავის მიერ მისი ფენომენის სიტყვებით აღწერა უბრალოდ შეუძლებელია. #კაისმა–ჭამა; #ღვინოდუდუკიქალები; #მემეუნებიბრატტ?; #საქართველოსთვინქვასშევჭამ; #ჩახერგეთგზებიუკანდასახევი; #რაცმაგრებივართქართველებივართ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.