გიორგი ჯავახიშვილი – საქართველოს ნამდვილი ისტორია.
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, აცხადებს 15-18 წლის სკოლის მოსწავლეების მიღებას EGI აკადემიაში.

EGI აკადემია გააერთიანებს მოტივირებულ, ინოვატორ მოსწავლეებს, მომავალ ლიდერებსა და პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ საკუთარი თავის განვითარება, სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიური ჩართვა და 🇬🇪 სამშობლოს უკეთესობისკენ შეცვლა.

ჩვენი პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო მნიშვნელობის საკითხებზე ცოდნის მიწოდება და მათი უნარების გაძლიერება, ასევე ისეთი აქტუალური და საინტერესო საკითხების დაფარვა, რომლებსაც სამწუხაროდ, სასკოლო გარემოში უმეტესად მოკლებულნი არიან. გარდა სალექციო ნაწილისა, კურსი მოიცავს მნიშვნელოვან პრაქტიკულ ნაწილს, რათა პროექტის მონაწილეებმა მიღებული ცოდნის გამოყენება და უნარების გაუმჯობესება შეძლონ.

EGI აკადემია ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების გააქტიურებასა და წარმატებულ ჩართულობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.