ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.

პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა აქტივისტისა და ისტორიკოსის გიორგი ჯავახიშვილის პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე:

რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმინაობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა? 

თანამედროვე საქართველოში ისტორიკოსისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა არქივების ღიაობა და მათზე წვდომა, სწორედ ამიტომ ვფიქრობ ჯანსაღი საარქივო პოლიტიკა ბევრად გაამარტივებს სამეცნიერო მუშაობას.

დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ

ტიმოთი სნაიდერი, რომელიც თავის თავში აერთიანებს ისტორიკოსის სიდინჯესა და დემოკრატიის რწმენას.

მიღწევა, რომლითაც ამაყობთ 

ვამაყობ რომ ვასწავლი უამრავ თინეიჯერს ისტორიას და არამხოლოდ ისტორიას.

რაზე მუშაობთ ამჟამად? 

ამჟამად ვმუშაობ XIX საუკუნის ქართული ინტელექტუალიზმის ისტორიაზე

რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად?  

ვფიქრობ, ყველა დარგში თუ საქმეს გავაკეთებთ კეთილსინდისიერად, მათ შორის თუკი ვასწავლით ისტორიას სწორად, ბევრ პრობლემას ავიცილებთ თავიდან.

ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე  

პოლიტიკური ინსტიტუციების გაუმართაობა, სამოქალაქო ტრადიციის არ არსებობა და მომავლისადმი რწმენის ნაკლებობა.

ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში

ახალგზრდების დაინტერესება სამოქალაქო აქტივიზმით, ცოდნის და გამოცდილების გაზიარების დიდი სურვილი და ურთიერთმხარდაჭერის მაღალი შეგრძნება.

ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში

1918 წლის 26 მაისი, 1978 წლის 14 აპილი, 1991 წლის 9 აპრილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.