ჩემი მოკლე ბიოგრაფია
გოგა ბიწაძე, დაიბადა 2001 წლის 7 ივნისს, ჰყავს ძმა და დედა, მამა 2017 წლის აგვისტოში გარდაიცვალა.
გოგა, საკმაოდ გახსნილი ბავშვი იყო, იზრდებოდა მეგობრებთან ერთად, უყვარდა ბურთით თამაში, კომუნიკაცია, 6 წლის ასაკში დაამთავრა სოფელში არსებული ბაღი, რის შემდეგაც, ამავე სოფლეში არსებულ, სკოლაში დაიწყო, სწავლა, სადაც 10 კლასი ისწავლა.
ჩემთვის #ინიციატივა არის
“ჩემთვის ინიციატივა არის, მოწოდება რომელიც მოდის ერთი ადამიანისგან, პირობითად ლიდერისგან, რომელსაც ჰყავს, თანამოაზრეები და მათთან ერთად, ანხორციელებს საქმეს, ანუ ხდება ინიციატორი.
ინიციატივა არის ახალი აზრი, რომელიც მიმართულია საზოგადოების ან/და რაიმე ჯგუფის გამვითარებისათვის ან სულაც რაიმე პროექტის შექმნის, პირველი ანაბეჭდი.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის ორგანიზაცია, საიდანაც შემიძლია, ვისწავლო ის მნიშვნელოვანი ასპექტები რაც მჭირდება და ყველა ჩვენგანს სჭირდება, რომ გაერკვეს, რა არის ევროპა და მისი ფასეულობები, შეაფასოს ისე როგორც არის სწორად და არა ისე როგორც გავრცელებულია საზოგადოებაში, სტერეოტიპულად და სტიგმურად.
მე ასეთი საქართველო მინდა…
საქართველოს მომავალი… რთული სათქმელია, ესხომ მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ მე იმაზე ვისაუბრებ რაც ჩვენ შეგვიძლია და აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. შეგვიძლია აღვზარდოთ ისეთი თაობა რომელიც, მოსპობს უმსგავსობებს, იქნება ობიექტური, ბოლოს მოუღებს ნეპოტიზმს, იბრძოლებს სამშობლოს ერთიანობისთვის, განაგრძობს წინსვლას და როგორც, ილია ჭავჭავაძეს უყვარდა, იქნება მუდამ მოძრაობაში, აქტიურობაში და ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს, შესაბამისად, მომდევნო ორი თაობის შემდეგ, ჩემი აზრით, საქართველ გაერთიანებასთან ძალიან ახლოს იქნება და ამას თუ ქვეყნის გარეთ განვითარებულმა, მოვლენებმა ხელი შეუწყვეს, გაერთიანდება კიდევაც.
მანამ სანამ ამ თაობამდე მივალთ, საქართველოში იქნება პროგრესული საზოგადოების პროგრესი.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
ერთი წელიც არ არის, რაც ამ სფეროს შევეხე, საკმაოდ მომწონს, რადგან აქტიურობას მოითხოვს, ჩემი დღევანდელი მდგომარეობისა და გამო, მიჭირს ვიყო ისეთი აქტიური როგორიც საჭიროა, მაგრამ, დაგროვილ ცოდნასთან და გამოცდილებასთან ერთად, იმედი მაქვს აქტიურობას დავიწყებ და განვაგრძობ ამ სფეროში მუშაობას. საერთაშორისო ურთიერთობები, დიპლომატია ან/და სხვა ამ სფეროებთან მიახლოვებლ სფეროში ვხედავ ჩემს თავს.
7 წლის ასაკში, მშობლებმა, ადგილობრივ, საფეხბურთო კლუბში, შეიყვანეს სადაც 14 წლამდე ითამაშა, წარმატებას არ მიუღწევია, მაგრამ ტრავმა დაიტოვა “სამახსოვროდ”, ახლა ცდილობს, მამის გარეშე განაგრძოს ცხოვრება, სურს უმაღლესი განათლების მიღება.
ქართველობა ჩემთვის არის…
ადამიანობა, სიყვარული, შემწყნარებლობა, მინტევებლობა, ურთიერთობა, პატივისცემა განსხვავებული აზრის, ბრძოლა საკუთარი სამშობლოსთვის და არა ის რაც საბჭოთა მოგონებები რაც, გვაფერხებს, რომ განვვითარდეთ.