ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.

 

პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა პოლიტიკოსის, ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგა ფოლადაშვილის პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე:

რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმინაობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა? 

ქართულ პოლიტიკას სჭირდება ახალი სახეები, ახალი ძალა და ენერგია, რაც თითქმის ყველა კვლევით დასტურდება. პრობლემა არა თუ იმაშია, რომ არ გვყავს შესაბამისი ცოდნის და კვალიფიკაციის ახალგაზრდები, არამედ იმაში რომ მათ საზოგადოება ვერ ხედავს. მედია პოლარიზებულია ამიტომ ისინი ცდილობენ საზოგადოებას შესთავაზონ სახეები, რომლებიც მათ პოლიტიკურ ინტერესშია. პოლიტიკური პარტიები კი ახლგაზრდების თემით მანიპულირებენ. ჩვენ ახალგაზრდეს გვჭირდება მეტი შესაძლებლობა რომ გაგაცნოთ ჩვენი თავი საზოგადოებას. ამ მნიშვნელოვან პრობლემაში გამოსავლად ვთლი: მედიის დეპოლარიზებას დამეტი დამოუკიდებელი მედიის ჩამოყალიბებას, ასევე პოლიტიკური პარტიების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახლგაზრდების ჩართვას.

დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის სამაგალითო ადამიანი არის პოლტიკოსი, რომელმაც საკუთარი პრინციპულობით, მიიღო ყველაზე დიდი ზიანი, თუმცა იგი დარჩა ხალხის ერთგული. ბევრმა არ იცით, რომ კონსტიტუცის მნიშვნელოვანი დებულებები ამ ადმიანის შექმნილია, ასევე კანონები და სხვა ბევრი საკითხი, რომლის უშუალო ჩართულობითაც მოსახლეობამ იგრძნო კეთილდღეობა. ეს ადამიანი არის შალვა ნათელაშვილი.

მიღწევა, რომლითაც ამაყობთ 

საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ინტერპარტიული საბჭოს ჩამოყალიბება, სადაც ყველა აქტიური პარტიის ახალგაზრდა ლიდერი ერთიანდება. ასევე საქართველოს პარლამენტში ჩემი დიდი მუშაობის შედეგად ინიცირებული კანონი “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”

რაზე მუშაობთ ამჟამად? 

ახალგაზრდა პარტიულ ლიდერთა გაერთიანება, შემდგომში ინტერპარტიული საბჭო, დაფუძნდა იმ იდეით, რომ პარტიებში მყოფ ახალგაზრდებს შეგვძლებოდა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან, ზეპარტიულ საკითხებზე ერთად გვემუშავა, რაც დაგვაახლოვებდა ერთმანეთთან, აგვიმაღლებდა ოპონენტთა პატივისცემის კულტურას და საბოლოოდ იქნებოდა პირველი ნაბიჯი, არსებული პოლიტიკის გამოსწორებისკენ. ფაქტია, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა, აშკარად დაგვანახა, თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო უსაფრთხოებას და რამდენად აუცილებელია, ამ კუთხით სახელმწიფოს სიძლიერე. ეს რეალობა დაედო საფუძვლად, ინტერპარტიული საბჭოს ფორმატში შექმნილიყო სამოქალაქო უსაფრთხოების საბჭო, რომელიც გამოიკვლევდა ამ მიმართულებით არსებულ რეალობას და იმუშავებდა, სამომავლოდ მის გადაჭრაზე. დოკუმენტი შეიქმნა სამუშაო ჯგუფების მიერ საქართველოსსხვადასხვა რეგიონში საველე სამუშაოების მიგნებებზე დაყრდნობით. პროექტის მონაწილეებს შორის მცირე და ჯგუფური საერთო განხილვების საფუძველზე, შეიქმნა წარმოდგენილი ინტერპარტიული მანიფესტი, რომელიც ჯერ დამუშავების პროცესშია და მალე გამოქვეყნდება ღიად.

რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად?  

ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ძლიერი ქვეყნის საწინდარია. ჩემი საქმიანობაც ხაზს უსვამს ამ ფაქტს, რადგან სახელმწიფოს განვითარება დამოკიდებულია მისი თითოეული მოქალაქის აქტიურობასა და ჩართულობაზე და მეც ვცდილობ ჩემი ცოდნით და აქტიურობით ჩემი წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარების გზაზე

ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე  

ჩემი აზრით,, ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ევროპული კურსის დაცვა და საბოოლოდ ისტორიული მიზნის მიღწევა, რაც გამოიხატება ევროკავშირში გაწევრიანებით. ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა კორუფციასთან ბრძოლა და ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა, რაც პირდაპირ პროპორციულად გამოიწვევს ბევრ სფეროში ჩვენს წინსვლას.

ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში

ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ქართული საზოგადოება არა და ვერ შეეგუება იმ ქვეყნის წარმომადგენლებთან ახლო ურთიერთობას, რომლებთაც ოკუპირებული აქვთ ქვეყნის ტერიტორიის 20% მეტი. გავრილოვის ღამე და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი საპროტესტო გამოსვლები მიუთითებს ახალგაზრდობის ერთიანობაზე და რუსულ ჩექმაზე საბოლოოდ უარს თქმას, რაც დადებითი ტენდეცია ქართული საზოგადოებისთვის.

ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში

1991 წლის 9 აპრილის რიგგარეშე სხდომაზე, 9 აპრილის მიღებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი უდავოდ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. მეორე ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტს მივიჩნევ – მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი — ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს გაწევრიანებისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას მიერ 1999 წლის 27 იანვარს მე-40 სკამიდან წარმოთქმული ისტორიული სიტყვა. ეს ფაქტი გარდამტეხი იყო ჩვენი ევროპული კურსის. მესამე და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ვარდების რევულუცია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალი საქართველოს ჩამოყალიბებას.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.