პროექტი „ინიციატივა“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პროექტებს, რომლებიც მიმართულია ბუფერულ ზონებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართვისკენ სამოქალაქო ცხოვრებაში.
სწორედ ასეთი პროექტი განხორციელდა 26 და 27 მაისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორიაში, რომლის ფარგლებშიც ბუფერულ ზონებში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგები პროგრამირებაში. ტრენინგ კურსი მოიცავდა სხვადასხვა თემებს: „პროგრამირების შესავალი“, „ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების მიმოხილვა“, „Java პროგრამირების ენის მიმოხილვა და პროგრამულ კოდთან მუშაობა“.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ თუ რას ნიშნავს იყო პროგრამისტი, რომელიც XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა. გაეცნენ სხვადასხვა პროგრამულ ენებს და მათ გამოყენებას. ასევე პროგრამების წერის სპეციფიკას – თუ როგორ იქმნება მობილური აპლიკაციები და საიტები.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ბუფერულ ზონებში მცხოვრები იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომელთაც არ გააჩნიათ გარკვეული რესურსი, მაგრამ აქვთ უნარები რომელიც მათ დაეხმარებათ იყვნენ მომავალში წარმატებული პროგრამისტები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას რომ, ბუფერულ ზონებში მცხოვრები ახლგაზრდებისთვის პროექტი იქნება ერთგვარი „მოტივატორი“ მომავალი პროფესიის არჩევაში.
ამავე პროექტის ფარგლებში 3 ივნისს გორის ინოვაციების ლაბორატორიაში ჩატარდა ჰაკათონი – შემაჯამებელი ღონისძიება, შეჯიბრი, სადაც პროექტის მონაწილეებმა წარადგნიეს მათ მიერ შექმნილი სხვადასხვა ინოვაციური იდეების პროტოტიპები ტრენინგებზე შესწავლილი ცოდნის გამოყენებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.