პირველი არხი

კონფერენცია დეზინფორმაციის წინააღმდეგ, 12:05, 13.02.2019


„დეზინფორმაციასთან ბრძოლა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ქვეყნებში” – რა საფრთხეს წარმოადგენს დღეს დეზინფორმაცია დემოკრატიისთვის და როგორ ვებრძოლოთ მას. ამ საკითხზე დღეს ვიშეგრადისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მსჯელობენ.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, მზარდი რუსული პროპაგანდა ყველაზე დიდ გამოწვევად სახელდება, რომელთან ბრძოლის ერთ-ერთი მექანიზმიც, ფორუმის მონაწილეების განცხადებით, საზოგადოების ჩართულობა და მათ განათლებაზე სწორი ინფორმაციის მიწოდებით ზრუნვაა.

პირველი არხის სიახლე სრულად...

ნეტგაზეთი


დეზინფორმაციაზე, როგორც დემოკრატიისთვის გლობალურ საფრთხეზე, იმჯელეს დღეს, 13 თებერვალს, სამოქალაქო განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტისა (CDRI) და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის (EGI) ორგანიზებით, თბილისში გამართულ ფორუმზე “აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ქვეყნები დეზინფორმაციის წინააღმდეგ”.

ღონისძიება მიეძღვნა უსაფრთხოების საკითხებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ერაში, დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და თანამედროვე მედიაგარემოს გამოწვევებთან გამკლავებას და ამ მიმართულებით ვიშეგრადისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებასაც ისახავდა მიზნად.

საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა.

ნეტგაზეთის სტატია სრულად...

რუსთავი 2

აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ქვეყნები დეზინფორმაციის წინააღმდეგ – მსოფლიოსთვის მთავარი გამოწვევა რუსული პროპაგანდაა. ამ წუთებში სწორედ ამ თემებზე მიმდინარეობს დისკუსია სასტუმრო “რედისონში.” ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ინფორმაციული ტექნოლოგიების ერაში, დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და თანამედროვე მედია გარემოს გამოწვევებთან გამკლავებაზე მჯელობენ.
რუსთავი 2-ის სიახლე სრულად...

რადიო თავისუფლება

რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის კუთხით საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ქვეყნების (ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, უნგრეთი) ფორუმი გაიმართა. ყველა ქვეყანას, რომელიც რუსულ პროპაგანდას ებრძვის, როგორც წესი, საერთო გამოწვევა აქვს. ერთი მხრივ, ეს არის გარე ძალები, რომლებიც დეზინფორმაციით ცდილობენ სახელმწოფოს განვითარებაზე ზემოქმედებას და, მეორე მხრივ, შიდა ეთნო- ნაციონალისტური ჯგუფები, რომელთა გზავნილებიც კრემლის პოლიტიკას ემთხვევა.

რადიო თავისუფლების სიახლე სრულად...

საინფორმაციო ცენტრინატოსა და ევროკავშირის შესახებ

აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ქვეყნები დეზინფორმაციის წინააღმდეგ – რედისონში ფორუმი გაიმართა – 

აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ქვეყნები დეზინფორმაციის წინააღმდეგ – ამ სათაურით სასტუმრო რედისონში ფორუმი გაიმართა.

ინფორმაციული ტექნოლოგიების ერაში, დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და თანამედროვე მედია გარემოს გამოწვევებთან გამკლავებაზე სადისკუსიოდ ფორუმზე უცხოელი და ქართველი ექსპერტები შეიკრიბნენ.

რადიო თავისუფლების სიახლე სრულად...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.