დეზინფორმაცია და ახალგაზრდობა: სლოვაკეთის შემთხვევა

ვიერა ზუბოროვა

დღევანდელ ტექნოლოგიურ გარემოში ჩვენ უზარმაზარ, სხვადასხვა ხარისხისა და შინაარსის, ინფორმაციას მოვიხმართ. ამ ინფორმაციის ტალღაში ყალბი ახალი ამბები, შეთქმულების თეორიები და დეზინფორმაცია შეიძლება ძალიან მარტივად გავრცელდეს.  შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების მომავლისათვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენენ. დეზინფორმაციის კამპანიის გავლენა საზოგადოებაზე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორიცაა საზოგადოების ბუნება, კრიტიკული აზროვნებისა და განათლების დონე, სტერეოტიპები და ცრურწმენები, შეთქმულების თეორიებზე ფიქრი, მოქალაქეთა ავტორიტარული მიდრეკილებები, ანომალური ქცევა და ა.შ

სლოვაკი საზოგადოება ამ უარყოფითი ტენდენციების მიმართ უფრო მეტადაა მოწყვლადი ვიდრე  ცენტრალური ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანა. ესაა შექმნილი რეალობა მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ადგილობრივი და უცხოური მედია  სლოვაკეთს ისეთ ქვეყნად მოიხსენიებს, რომელსაც ძლიერი ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების მქონე საზოგადოების წარმოქმნა შეუძლია. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი განწყობები შეიცვალა. ხალხი ცვლილებებსა და ახალ პოლიტიკურ ალტერნატივებს ითხოვს, რომელიც  არსებული მეინსტრიმისაგან განსხვავდება. საყურადღებოა აღინიშნოს, რომ ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკური მოძრაობები და მოხელეები, რომლებიც დღითიდღე ძალას იკრებენ, ერთ-ერთ ალტერნატივას წარმოადგენენ. გარდა ამისა, მათი ელექტორალური სეგმენტი პოლიტიკურ პროცესებში ძლიერი ჩართულობით ხასიათდება და უფრო მობილიზებული ხდება.

ამ ჯგუფს მხარს უჭერს სხვადასხვა ალტერნატიული, კონსპირატორი მედია საშუალება, რომლებიც ძირითადად ონლაინ არიან აქტიურები. აღსანიშნავია, რომ მთავარი პრობლემაა  – როგორ დავიცვათ ყალბი ახალი ამბებისა და შეთქმულების თეორიებისაგან ის ხალხი, რომელიც ამ შინაარსისადმი მოწყვლადია თუმცა მისი მოხმარებისაკენაა მიდრეკილი. დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მედიამ, ხალხმა და შესაბამისმა დაინტერესებულმა მხარეებმა ახალგაზრდების აღზრდა-განათლებაზე უნდა შეიცვალონ თავიანთი ხედვები. თუმცა, ეს შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი თუ სამიზნე ჯგუფად ვერ ვაქცევთ ახალგაზრდა თაობას, რომელიც სლოვაკეთში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. საკმაოდ რთულია ამ ჯგუფის სამიზნე აუდიტორიად ქცევა მაშინ, როდესაც კონსპირატორები, ულტრა-მემარჯვენე მოხელეები და დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედია ახალგაზრდებს ინფორმაციის გამავრცელებელ მთავარ იარაღად იყენებს. მათ კარგად იციან, რომ ახალგაზრდები ყველაზე ძლიერი სოციალიზაციის აგენტები არიან პოლიტიკური სოციალიზაციის პროცესში. აგრეთვე, სოციალური მედიის გავლენით მათ მასიური „კოქტეილის“ შექმნა შეიძლიათ, რომელიც სლოვაკეთში მომავალი თაობების დამოკიდებულებებზე, აზრებსა და მოლოდინებზე დიდ გავლენას ახდენს.

ახალგაზრდები: ყველაზე მოწყვლადი თაობა ინტერნეტ სივრცეში?

უკანასკნელი კვლევების მიხედვით სლოვაკეთში განათლების დონე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალია მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) ყველა ინდიკატორის მიხედვით. იგივე უარყოფითი ტენდენცია აღინიშნება კრიტიკული აზროვნების კუთხითაც, რასაც სლოვაკი ახალგაზრდების ქცევასა და ჩართულობის კულტურაზე ნიშანდობლივი გავლენა აქვს.

ჩვენ ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც გარემო გაჯერებულია დიდი რაოდენობის ინფორმაციით, რომელთაგანაც ზოგი დეზინფორმაციას, თაღლითობას და კონსპირაციას წარმოადგენს დაბალი ხარისხის წყაროებით. ახალგაზრდა თაობა, რომელსაც ყალბი ახალი ამბის ამოცნობა არ შეუძლია, ინფორმაციის ნაკადში იკარგება, რომელსაც ვერ ფილტრავს. ისინი ხშირად მოიხმარენ ვიზუალურად მიმზიდველ, მოკლე, სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციას. Globsec-ის უკანასკნელი, 2018 წლის, კვლევის თანახმად “18-24 წლის ასაკში მყოფ სლოვაკთა 68% სოციალურ მედიაში  დეზინფორმაციასთან  ჰქონია შეხება. თუმცა, მათმა მხოლოდ 9%-მა გაასაჩივრა შეუსაბამო ინფორმაცია“. ყალბი ახალი ამბებისა და შეთქმულების თეორიების მიმართ ახალგაზრდების მოწყვლადობა იმ რწმენითაა განპირობებული, რომ გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდავია, ყველა მოსაზრებას მნიშვნელობა აქვს, რელევანტურია და გაჟღერებული უნდა იყოს. ამგვარი მიდრეკილების გათვალისწინებით, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ახალგაზრდები დეზინფორმაციის მიმართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. უფრო მეტიც, თუ ინფორმაციას მათი თანატოლი ავრცელებს საიმედოობა უფრო მაღალი ჩანს.

სლოვაკეთში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ფაშისტური პარტია “კოტლება“  პარლამენტში შევიდა. ამ შემთხვევის შემდგომ პოლიტიკური დისკურსი შეიცვალა და შეიქმნა განცდა, რომ ჩრდილოვანმა ძალებმა ხალხის ხმა მიიღო. შეიძლება დავა იმაზე, რომ „კოტლება-ს“ ლეგიტიმაცია ღია პოლიტიკური და სოციალური დისკურსით ელიტიზმის, ინტელექტუალიზმის, ლიბერალიზმისა და ღია საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლის მოწოდებას წარმოადგენს.

ზოგიერთი ახალგაზრდა სლოვაკი ქსენოფობიურ დამოკიდებულებებს ავრცელებს და ხალხს ნეო-ლიბერალური იდეების, ლგბტ საზოგადოებისა და მულტიკულტურალიზმისაგან თავდაცვისაკენ მოუწოდებს. საშუალო სკოლის მოსწავლე ლივია, YouTube-ზე პირველი საჯარო გამოსვლის შემდეგ, პოპულარული სლოვაკი ვლოგერი გახდა. ვიდეოში მან ალკოჰოლის ბრენდის საკამათო სარეკლამო რგოლზე მოახდინა რეაგირება. მისმა ვიდეომ, რომელიც მულტიკულტურალიზმის, ლიბერალი მოხელეების, საჯარო ინტელექტუალებისა და გენდერული საკითხების კრიტიკაზე ფოკუსირდებოდა,  227 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა. თუმცა შინაარსი მთავარ პრობლემას არ წარმოადგენდა – მსგავსი კომენტარები „ალტერნატიულ“ მედიაში ყოველდღიურად შეგვიძლია ვიხილოთ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მსგავსი შინაარსს სოციალიზაციის პროცესში სხვაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. პროტაგონისტს ამ „ღირებულებების“ გავრცელების საშუალება ჰქონდა წყნარი და სარწმუნო ენით იმ ახალგაზრდა ხალხისადმი მიმართვით, რომელთაც შესაბამისი ინფორმაცია და კრიტიკული აზროვნების უნარები არ გააჩნიათ. ეს ახალგაზრდა ქალი ერთადერთი არაა, ვინც „კულტურული ომებისაკენ“ მოწოდებებს ავრცელებს და უმცირესობებს, უცხოელებს ეროვნული იდენტობის მთავარ საფრთხედ წარმოაჩენს. ბევრი „მარტოხელა მგელი“ არსებობს, რომლებიც ინტერნეტის საშუალებით ყალბ ახალ ამბებს, შეთქმულების თეორიებსა, სხვადასხვა შინაარსისა და პოლიტიკური სარჩულის მქონე დეზინფორმაციას ავრცელებს. მიუხედავად ამისა მათ ერთი რამ აქვთ საერთო – მარიან კოტლებას ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიის მხარდაჭერა. მისი აქტივობა ძირითადად ვიდეო ბლოგ “Kulturblog“-ზე ხორციელდება, რომელსაც 4 500 ათასი გამომწერი და 17 8000  მაყურებელთა საშუალო რაოდენობა აქვს. სხვა მონიტორინგის ინიციატივის მიხედვით, „Kulturblog“-ის მონაგარი 8643 „ფანს“, 26 212 პოსტსა და 161 კომენტარს შეიცავს. შესაბამისად, ამ მედიუმს ახალგაზრდებთან სოციალიზაციის ნიშანდობლივი პოტენციალი აქვს. ეს მედიუმი არ შეიძლება სათანადოდ არ შეფასდეს ჩართულობის დაბალი რიცხვის გამო – რეალობა ისაა, რომ ეს რიცხვები იზრდება.

ახალგაზრდების მოწყვლადობა

ახალგაზრდების მოწყვლადობა სლოვაკებში ძალიან თვალსაჩინოა, რამდენადაც „შერეული კოქტეილი“ შეჩვევის გამომწვევია. სლოვაკეთში მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფიდან ახალგაზრდებს, შესაძლოა, მომავლისადმი ყველაზე დიდი რწმენა აქვთ. მიუხედავად ამისა, უკანასკნელი კვლევების მიხედვით, ისინი აგრეთვე ყველაზე დეპრესიული ჯგუფია. ახალგაზრდები სხვა თაობებისაგან თავიანთი ღირებულებებით, დამოკიდებულებებითა და მომავლისადმი მოლოდინებით გამოირჩევიან. მეორე მხრივ, მათ სურვილი აქვთ, მოიხმარონ ყველაფერი, რასაც თანამედროვე სისტემა იძლევა – ისინი სრულიად გახსნილები არიან ინტერნეტში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ინფორმაციის მიმართ და შეგვიძლია შევადაროთ შვედურ მაგიდას, იდეოლოგიური ბარიერების გარეშე და გენდერულად ნეიტრალური მსოფლმხედველობით. თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გახსნილობა მათ მოწყვლადს ხდის ამ გარემოდან და მედიიდან მომდინარე ნებისმიერი სახის კონტაქტისა და იმპულსის მიმართ. თუკი ხელისუფლება ახალგაზრდებს არ დაეხმარება მათი მედეგობა დეზინფორმაციის (მეინსტრიმული და „ალტერნატიული“ მედიის მიმართ ნდობა თანაბარია – 40%) წინააღმდეგ იგივე ან უფრო დაბალ დონეზე დარჩება, რაც სამომავლოდ პრობლემებს გამოიწვევს.

დასკვნა: ყალბ ახალ ამბებთან დაპირისპირება

არ არსებობს ყალბი ახალი ამბების, შეთქმულების თეორიისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველი უნივერსალური გზამკვლევი. სლოვაკეთის პრობლემა განათლების სისტემაში მდგომარეობს, რომელიც მოსწავლეებს მასალების დაზეპირებას ასწავლის და დამოუკიდებელ აზროვნებას არ ახალისებს. განათლების სექტორის რეფორმა მთავარი გამოწვევაა. სლოვაკეთს ამჟამად  ყველაზე დეპრესიული, პოზიტიური, გენდერულად ნეიტრალური თაობა ჰყავს, რომელიც იდეოლოგიურად აჟიტირებული არაა. საზოგადოებამ ინფორმაციის ეპოქაში ამ თაობას გზა უნდა გაუკვალოს, რათა  დეზინფორმაცია და ყალბი ახალი ამბები დავამარცხოთ. მაგრამ რა მოხდება თუ საზოგადოება მთელი არსით ანომალურია? ამ შემთხვევაში პრობლემა შეიქმნება ყალბ ახალ ამბებთან და შეთქმულების თეორიებთან ბრძოლის საქმეში.

სტატია მომზადებულია პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ქვეყნები დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ ფარგლებში ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და პარტნიორი ორგანიზაციების ხედვებს.

პროექტი ხორციელდება ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და სამოქალაქო განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტის თანამშრომლობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.