24 ოქტომბერს ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასია ქალაქ მარნეულს ეწვია, სადაც საჯარო ლექციების სერიის „პოპულიზმის აღზევება: აჯანყება დემოკრატიის წინააღმდეგ“ ფარგლებში მორიგი ლექცია ჩატარდა.
ლექციას გაუძღვა მოწვეული სტუმარი ატაბერკ ოზჯანი, ფილანტროპი, ჟურნალისტი, ორგანიზაცია Jus Gentium-ის დამფუძნებელი.
მისი გამოსვლა შეეხო თემას – „მხარდაჭერასა და კონფრონტაციას შორის: სამოქალაქო საზოგადოება და მედია პოპულიზმის პირისპირ“. პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა აქტიური დისკუსია მოწვეულ სტუმრებსა და ადგილობრივ ახალგაზრდობას შორის. ლექციის მოდერატორი იყო მარიამ ავალიშვილი, „თავისუფლების აკადემია – სამხრეთ კავკასია“ წევრი.
ლექცია 26 მაისის მოედანზე, რესტორან ,,მუღამის” საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა.
პროექტის მთავარი მიზანი ქართველი და ევროპელი პოლიტიკოსების, აკადემიის წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა ლიდერების დაახლოება, გამოცდილების გაცვლა და ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავებაა, ასევე, ქართული საზოგადოების მედეგობისა და ცნობიერების ამაღლება პოპულიზმისა და პოპულიზმთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.