23 ოქტომბერს ქალაქ გორში ევროპულ-ქართულიმა ინსტიტუტი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასია და ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია ქალაქ გორს ეწვია, სადაც საჯარო ლექციების სერიის „პოპულიზმის აღზევება: აჯანყება დემოკრატიის წინააღმდეგ“ ფარგლებში მორიგი ლექცია ჩატარდა.

ლექცია კიევის ეკონომიკის სკოლის წარმომადგენელმა, დოქტორმა დმიტრო იაროვმა წაიკითხა. კიევის ეკონომიკის სკოლა ის ორგანიზაციაა, რომელმაც უკრაინის ყველა პარლამენტარი გადაატრენინგა და ეკონომიკის შესახებ კურსი ჩაუტარა. 

დრ. დმიტრი იაროვის ლექცია – „გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი: უკრაინის საზოგადოება საპრეზიდენტო პარტიის „მონოკოალიციის“ შემდეგ“ – ეხებოდა პოპულიზმის სპეციფიკას პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, კერძოდ უკრაინაში. 

 შეხვედრა პროექტის მონაწილეებსა და გორელ ახალგაზრდებს შორის გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა.

პროექტის მთავარი მიზანი ქართველი და ევროპელი პოლიტიკოსების, აკადემიის წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა ლიდერების დაახლოება, გამოცდილების გაცვლა და ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავებაა, ასევე, ქართული საზოგადოების მედეგობისა და ცნობიერების ამაღლება პოპულიზმისა და პოპულიზმთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.