ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ერთობლივი ინიციატივის  „ევროპა ჩემოდანში“ ფარგლებში საქართველოს ევროპელპოლიტიკოსთა, ჟურნალისტთა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ჯგუფი ეწვია.

პროექტის გახსნითი ღონისძიებაზე, რომელიც სერ ოლივერ ვორდროპის დაბადების დღისადმი იყო მიძღვნილი, ბრიტანეთ-საქართველოს ურთიერთობები და ბრექსიტის თემა განიხილეს .

ღონისძიება პეტერ-ანდრეას ბოხმანმა, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიას ხელმძღვანელმა და გიორგი მელაშვილმა, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის თავმჯდომარემ გახსნეს.

ღონისძიების სპიკერები იყვნენ საქართველოს ყოფილი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი, ბრიტანელი ლიბერალ-დემოკრატების საპარლამენტო კანდიდატი და ეკონომისტი იმად აჰმედი.

ღონისძიება თბილისში, სასტუმრო რუმსის ლოლიტას საკონფერენციო დარბაზში 22 ოქტომბერს ჩატარდა და მას დიპლომატიური კორპუსისა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტის მთავარი მიზანი ქართველი და ევროპელი პოლიტიკოსების, აკადემიის წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა ლიდერების დაახლოება, გამოცდილების გაცვლა და ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავებაა, ასევე, ქართული საზოგადოების მედეგობისა და ცნობიერების ამაღლება პოპულიზმისა და პოპულიზმთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.