25 ოქტომბერს ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასია ქალაქ თელავს ეწვია, სადაც საჯარო ლექციების სერიის „პოპულიზმის აღზევება: აჯანყება დემოკრატიის წინააღმდეგ“ ფარგლებში მორიგი ლექციები ჩატარდა.
ლექციები რუსული ოპოზიციური პარტიის „იაბლოკოს“ წარმომადგენელმა ნიკიტა ლიახოვეცკიმ და ახალგაზრდა პოლიტოლოგმა სომხეთიდან ასია მალამიანიმ წაიკითხეს. ლექციების მოდერატორობა გაუწია მარიამ ავალიშვილმა, „თავისუფლების აკადემია – სამხრეთ კავკასია“ წევრმა.
ასია მალამიანის ლექცია – „ყველა პოპულისტი ერთნაირია?“ – ეხებოდა პოპულისტების პოლიტიკურ დღის წესრიგს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში. ხოლო ნიკიტა ლიახოვეცკიმ განიხილა თემა „არასებობს თუ არა ლიბერალური პოპულიზმი”.
შეხვედრა პროექტის მონაწილეებსა და თელაველ ახალგაზრდებს შორის თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა.
პროექტის მთავარი მიზანი ქართველი და ევროპელი პოლიტიკოსების, აკადემიის წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა ლიდერების დაახლოება, გამოცდილების გაცვლა და ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავებაა, ასევე, ქართული საზოგადოების მედეგობისა და ცნობიერების ამაღლება პოპულიზმისა და პოპულიზმთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.