25 ოქტომბერს ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასია ქალაქ მცხეთას ეწვია, სადაც საჯარო ლექციების სერიის „პოპულიზმის აღზევება: აჯანყება დემოკრატიის წინააღმდეგ“ ფარგლებში მორიგი ლექციები ჩატარდა.
ლექცია ქართველმა მონაწილემ, ორგანიზაცია “ლიბერალური ხაზის” წარმომადგენელმა სალომე რურუამ წაიკითხა თემაზე “პოპულიზმი – საფრთხე გლობალური მშვიდობისათვის”
შეხვედრა პროექტის მონაწილეებსა მცხეთელ ახალგაზრდებსა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს შორის მუნიციალიტეტის მერიის შენობაში გაიმართა.
პროექტის მთავარი მიზანი ქართველი და ევროპელი პოლიტიკოსების, აკადემიის წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა ლიდერების დაახლოება, გამოცდილების გაცვლა და ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავებაა, ასევე, ქართული საზოგადოების მედეგობისა და ცნობიერების ამაღლება პოპულიზმისა და პოპულიზმთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.