23 ოქტომბერს ევროპულ-ქხრთულიმა ინსტიტუტი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასია ქალაქ ხაშურს ეწვია, სადაც საჯარო ლექციების სერიის „პოპულიზმის აღზევება: აჯანყება დემოკრატიის წინააღმდეგ“ ფარგლებში მორიგი ლექცია ჩატარდა.
ლექციას უძღვებოდა დოქტორი ვალიდა რეპოვიჩ ნიკშიჩი – სარაევოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტია „ნაშა სტრანკა“-სა და ბორის დივკოვიჩის ფონდის პრეზიდიუმის წევრი.
დრ. ვალიდა რეპოვიჩ ნიკშიჩის ლექცია – „ეთნონაციონალიზმი და პოპულიზმი ბოსნია და ჰერცეგოვინაში: გაკვეთილი საქართველოსთვის“ – მოიცავდა, როგორც ბოსნია და ჰერცოგოვინაში მიმდინარე პროცესების ანალიზს, ასევე ამ პროცესებში პოპულიზმის როლს.
შეხვედრა პროექტის მონაწილეებსა და ხაშურელ ახალგაზრდებს შორის ქალაქ ხაშურის სპორტსკოლის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა.
პროექტის მთავარი მიზანი ქართველი და ევროპელი პოლიტიკოსების, აკადემიის წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა ლიდერების დაახლოება, გამოცდილების გაცვლა და ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავებაა, ასევე, ქართული საზოგადოების მედეგობისა და ცნობიერების ამაღლება პოპულიზმისა და პოპულიზმთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.