ევროპულ–ქართული ინსტიტუტი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასია და ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია ატარებს საჯარო ლექციების სერიას „პოპულიზმის აღზევება: აჯანყება დემოკრატიის წინააღმდეგ“.
23 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში ვითარების უკეთ გასაცნობად და გასააზრებლად ,,ევროპა ჩემოდანში“ პროექტის ორგანიზატორები და მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნებიდან ეწვივნენ საოკუპაციო ხაზს სოფელ ხურვალეთში. ადგილზე მათ ინფორმაცია მიეწოდათ 2008 წლის აგვისტოს ომისა და მისი შედეგების, ასევე მომდევნო წლებში განვითარებული მოვლენების შესახებ. გაიცნეს ადამიანები, რომლთა პირადი საკუთრება, საცხოვრებელი სახლების ჩათვლით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება გასაუბრებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს და მათგან მოესმინათ უკანონო ბორდერიზაციის შედეგები. შეხვედრა ექსტემალურ რეჟიმში შედგა, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ დამონტაჟებული არალეგალური მავთულ-ხლართები მათ შორის კომუნიკაციას ართულებდა.
აღნიშნული ვიზიტის მიზანი იყო ადგილზე შექმნილი ვითარებისა და სიტუაციის სტუმრებისათვის საკუთარი თავლით ჩვენება, რაც ერთ-ერთი გზაა დეზინფორმაციისა და პოპულიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. თითოეულმა სტუმარმა ემოციებით დატვირთულმა დატოვა საოკუპაციო ზოლი. ეს მათთვის პირველი შესაძლებლობა იყო ასე ახლოს, საკუთარი თვალით ეხილათ საოკუპაციო ზოლი.
პროექტის მთავარი მიზანი ქართველი და ევროპელი პოლიტიკოსების, აკადემიის წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა ლიდერების დაახლოება, გამოცდილების გაცვლა და ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავებაა, ასევე, ქართული საზოგადოების მედეგობისა და ცნობიერების ამაღლება პოპულიზმისა და პოპულიზმთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.