პროექტ „ინიციატივისა“ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აქტიური თანამშრომლობით 20-21 მაისს ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ჩატარდა ევროპული ვიქენდი თემებზე “როგორ მუშაობს ევროპული ინსტიტუტები და ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები”.
პროექტი მიმდინარეობდა ორი დღის გნმავლობაში, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ მოწვეულ დიპლომატებს, ექსპერტებსა და პროფესორებს, მათ მოისმინეს ლექციები ევროკავშირის პოლიტიკის, ეკონომიკისა და საქართველოსთვის გახსნილი ახალი შესაძლებლობების შესახებ.
პროექტში მონაწილეობა მიიღო 80-მა ახალგაზრდამ, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ორი დღის განმავლობაში მიმნდინარე ტრენინგებსა და დისკუსიებში.
პროექტი ინიციატივისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობით მეოთხე წელია იმართება.