აბსტრაქტი
დოკუმენტი მიმოიხილავს საქართველოში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას, მასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებს. საქართველოში არსებულ დაბალ ეკონომიკურ ზრდას, კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა განსაკუთრებული ზიანი მიაყენა, მან თითქმის მთლიანად შეაჩერა ისეთი სექტორები როგორებიცაა ტურიზმი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, და უცხოური გადმორიცხვები. ამას გარდა, გაიზარდა უმუშევრობის დონე და შემცირდა ექსპორტი. დოკუმენტში განიხილება გზები რომლებიც მიზნად ისახავს ეკონომიკურ ზრდასა და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნას. მოცემულია სამი გზა: სტატუს კვო – საბანკო სესხების სუბსიდირება, მიწისა და სახელმწიფო ქონების პირად საკუთრებაში გადასვლა და გადასახადების შემცირება. სამივე ალტერნატივა შეფასდა კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით და გამოჩნდა მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. კრიტერიუმების გათვალისწინებით ნათელი გახდა, რომ მიწისა და სახელმწიფო ქონების პირად საკუთრებაში გადასვლა არის ყველაზე ეფექტური გზა დასახული მიზნების მისაღწევად. შესაბამისად დოკუმენტი რეკომენდაციას უწევს მიწებისა და სახელმწიფო ქონების კერძო მფლობელობაში გადასვლას, რისთვისაც აუცილებელია: ქონების აღწერა, შესაბამისი სააუქციონო პლატფორმის შექმნა და აღწერილი ქონების აუქციონზე გატანა. მოცემული გზა გააძლიერებს ეკონომიკას, შექმნის ღირსეულ სამუშაო ადგილებს და დაიცავს საკუთრების უფლებებს რაც პოზიტიურად აისახება ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე.
შესავალი
დღესდღეობით საქართველოში ეკონომიკური ზრდის საკმაოდ დაბალ პროცენტს ელოდებიან, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა შესაბამისად ეკონომიკური გარემოს მოწესრიგება და ეკონომიკური ზრდის სტაბილიზაციაა.
საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნისთვის აუცილეებელია საკუთრების უფლების დაცვა, უსაფრთხო ეკონომიკური გარემოს შექმნა და საინვესტიციოდ მიმზიდველად გარდაქმნა, აუცილებელია სამუშაო ადგილების გაზრდა და თითო მოქალაქის რეალური შემოსავლების ზრდაც. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორედ ამ ამოცანებს უნდა აკმაყოფილებდეს. მხოლოდ ამით მიიღწევა ის უმაღლესი მიზანი, რაც ამჯერად ეკონომიკური ზრდა და სტაბილურობაა.
პრობლემის განსაზღვრა
2020 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდისა იყო 4.5 პროცენტი, თუმცა კორონა ვირუსის პანდემიის შემედეგი მაჩვენებლებით -5 %-ს ვარაუდობენ. 2020 წელს COVID-19-ის ვირუსმა უმწვავესი ზიანი მიაყენა და მთლიანად გააჩერა მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკები. მათ რიგებს საქართველოც მიჰყვა, უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ ვირუსმა თითქმის მთლიანად შეაჩერა ისეთი სექტორები როგორებიცაა:
1)ტურიზმი – 3,268$ მილიარდი
2)უცხოეთიდან გადმორიცხვები – 1,733$ მილიარდი
3)პირდაპირი უცხოური ინვესტიციები – 1,26$ მილიარდი
ასევე, რადიკალურად შემცირდება ექსპორტი და სხვა დარგები, თუმცა ამის დათვლა დღეს რთულია, რადგან მათი ნაწილი გარკვეულწილად დღემდე მუშაობს.
ბოლო ორ თვეში (ივნისი – ივლისი) უმუშევრობის დონის ზრდის გამო 150 000 – მა კაცმა აიღო 200 ლარიანი დახმარება. ტურიზმიდან შემოსული შემოსავალი მკვეთრად დაიკლებს, რადიკალურად შემცირდება ინვესტიციებიც და ინფლაციის დონე გაიზრდება. ინფლაციის მაჩვენებელი (იანვარ- ივლისის) 5,7 პროცენტს მოიცავს.
2019 წლის მონაცემებით უმუშევარი 221 ათასი კაცია, უმუშევრობის დონე 11.6 % -ია, ხოლო მშპ-ს რეალური ზრდა 5 %-ია.
დღესდღეობით ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ხდება სესხების სუბსიდირება და გადასახადების გადავადება. მსგავსი რეფორმებით შესაძლებელია რომ მეტი ფული ჩაიდოს ინვესტიციებში და ამან სამუშაო ადგილების ზრდა გამოიწვიოს, თუმცა ეკონომიკურად არასტაბილური მდგომარეობის გამო მსგავი რეფორმები არის ნაკლებად ეფექტური. ამას არ მოჰყვება ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება, საკუთრების უფლება არ არის დაცული და სასამართლო არასამართლიანია.
პრობლემის გადაჭრის გზები (ალტერნატივები)
დღესდღეობთ გატარებული რეფორმების მიუხედავად, ეკონომიკური ზრდის პრობლემა საქართველოში საკმაოდ მწვავედ დგას, ამას კი კიდევ უფრო ამძაფრებს, როგორც უკვე ვახსენეთ კორონა ვირუსის პანდემიის გამო შექმნილი მსოფლიო ვითარება. აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზად ჩვენ ვხედავთ სამ ალტერნატივას:
- სტატუს კვო – პრობლემის გადაჭრის დღევანდელი მთავრობის მიერ შემუშავებული გზა ანუ ბანკის სესხების სუბსიდირება ბიზნესისთვის
- მიწისა და სახელმწიფო ქონების კერძო საკუთრებაში გადასვლა
- დაბალი გადასახადები
პირველი ალტერნატივა – საბანკო სეესხების სუბსიდირება
საბანკო სესხების სუბსიდირება მოიცავს საბანკო ეფექტური საპროცენტო განაკვეთების ბიუჯეტიდან დაფარვას. მსგავსი პოლიტიკის გატარება არღვევს კონკურენციის პრინციპს, საქართველოს ფარგლებში მსგავს პოლიტიკაზე ხელი არ მიუწვდება ყველა მოქალაქეს და შესაძლოა ის გამოყენებული იყოს მხოლოდ მთავრობასთან დაახლოებული პირებისმიერ. შესაბამისად მსგავსი პოლიტიკა ნაკლებად ეფექტურია და ასევე მოიცავს ბიუჯეტის არაეფექტურად გამოყენების საფრთხეს. სუბსიდირებული საბანკო სესხების აღებით ბიზნესში ჩადებული ფული შესაძლოა გაიფლანგოს, ვინაიდან ეს ბიზნესი ჩავარდეს. მაღალი დანახარჯები, მაღალ რისკებსაც მოიცავს და სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება. ასევე ხდება ამ რეფორმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, კიდევ ერთი პრობლემაა, რომ მოსახლეობას ამ პროგარმის შესახებ არ მიეწოდება სათანადო ინფორმაცია, ინფორმირებულობის დაბალი დონე გატარებულ პოლიტიკას კი მეტად პრობლემურს ხდის.
მეორე ალტერნატივა – მიწისა და სახელმწიფო ქონების კერძო საკუთრებაში გადასვლა
მსგავსი ალტერნატივა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოლიტიკაა, რაც შეიძლება სახელმწიფომ გაატაროს, ვინაიდან ამ შემთხვევაში დაძინებული აქტივები კერძოში გადადის, ხდება მისი უკეთ გამოყენება. როგორც მრავალი სტატისტიკა მოწმობს, კერძო მფლობელობაში გადასვლის შემდეგ უკეთესად ხდება რესურსების გამოყენება, ასევე ის სახელმწიფო ქონება თუ მიწა, რომელიც ახლა კერძოშია გადასული მეტად დაცული და მოვლილია. საზოგადოებრივი გამოცდილება გვასწავლის, თუ როგორ შეიძლება მიწის კარძო მფლობელობაში გადასვლამ გაზარდოს მისი ეფექტური გამოყენება და შექმნას დამატებითი დოვლათი. მსგავსი პოლიტიკით გაუმჯობესდება პოლიტიკური ზრდის ტემპი, მოიმატებს რეალური შემოსავალიც.
მსგავსი პოლიტიკის გატარებისას დამატებით აუცილებელია, რომ საინვესტიციო გარემო იყოს მიმზიდველი ხოლო სასამართლო სისტემა დახვეწილი. ეს ალტერნატივა არ მოიცავს ხალხის ინფორმირების ნაკლებობის პრობლემას, რომელიც სტატუს კვოს მოჰყვებოდა, ამავე დროს მოიცავს ნაკლებ დანახარჯებს და არ ხდება ამ დანახარჯების გაფლანგვა. ტექნიკურად საქართველო მსგავსი პოლიტიკის გატარებისთვის მზადაა, ეს ყველაფერი კი მის ეფექტურობაზე მეტყველებს.
მესამე ალტერნატივა – გადასახების შემცირება
გადასახადების შემცირების პოლიტიკას საქართველოს მთავრობამ მიმართა 2005, 2009 და 2017 წლებში. მსგავს რეფორმას მოჰყვა ეკონომიკური ზრდა და გარკვეული პერიოდის შემედეგ ბიუჯეტის გაზრდაც. ამის მიუხედავად, ამ ალტერნატიულ გზას მოჰყვება გარკვეული პრობლემები. გადასახადების შემცირება მოიცავს მრავალი ახალი დანახარჯის გაწევას. შესაბამისად, ამ ალტერნატიული გზის ღირებულების ზომა ნაკლებად ეფექტურს ხდის არჩეულ პოლიტიკას. ამავე დროს გარკვეული დროის შემდეგ პოლიტიკოსებს მოუწევთ პოლიტიკური ფასის გადახდაც. იმის მიუხედავად, რომ მოკლევადიან პერიოდში ხალხი დააფასებს გადასახადების დაბალ დონეს, დროთა განმავლობაში, პოლიტიკოსი იმ ამომრჩეველს დაკარგავს ვინც მოჰყვება ბუროკრატიის შემცირებაში.
რეკომენდაციები
ამრიგად, ჩვენს დოკუმენტში დასმულ პრობლემის ეფექტიანად გადასაჭრელად ყველაზე მისაღებ გზად მივიჩნევთ მეორე ალტერნატივის განხორციელებას, კერძოდ, მიწებისა და სახელმწიფო ქონების კერძო მფლობელობაში გადასვლის გზას. მსგავსი ალტერნატიული გზა არ მოიცავს მრავალ სირთულეს, აუცილებელია:
- ქონების აღწერა
- შესაბამისი სააუქციონო პლატფორმის შექმნა
- აუქიცონზე გატანა
ქონების აღწერას უნდა მოვეკიდოთ დიდი პასუხისმგებლობთა და სიზუსტით. აუცილებელია ზუსტად განვსაზღვოთ ვის მფლობელობაშია ესა თუ ის ქონება.
სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქონების გაყიდვა, აუცილებელია მოხდეს კონკრეტული პირობების გათვალისწინებით, რათა არ მოხდეს რესურსის არაეფექტური გამოყენება და უარეს შემთხვევაში რესურსის გაფლანგვა.
დასკვნა
ეკონომიკური ზრდის პორბლემის გადაჭრა, ანუ ეკონომიკური ზრდა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნა გამოიწვევს უცხოელთათვის ქვეყნის მეტად მიმზიდველად გარდაქმნას. ეს საქართველოს დაეხმარება არა ერთი პრობლემის მოგვარებაში, განვითარებასა და ეკონომიკური გარემოს სტაბილურად გარდაქმნაში. ჩვენს მიერ დასახული ამოცანების შესრულებით, რაც იყო საინვესტიციო გარემოს დახვეწა, რეალური შემოსავლის ზრდა, საკუთრების უფლების დაცვა და სამუშაო ადგილების ზრდა, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენს მიერ განხილული მეორე ალატერნატიული გზით, რაც მოიცავდა მიწებისა და სახელმწიფო ქონების კერძო მფლობელობაში გადასვლას.
მარიამ კალანდაძე, ზუკა მაისაშვილი, ანა ალადაშვილი, ლიზა წერეთელი, გიორგი ქერქაძე, ანა გოგიაშვილი.