„ევროპულ-ქართული ინსტიტუტი” და „ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია” რუსულ ოკუპაციასთან წინააღმდეგობის სიმბოლოს – დათა ვანიშვილის ხსოვნისა და საქართველოს წინაშე მისი დამსახურების აღსანიშნავად გამოდიან ინიციატივით :
1.) ქალაქ გორში ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს დათა ვანიშვილის სახელი;
2.) სოფელ დიდ ხურვალეთში ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს დათა ვანიშვილის სახელი;
3.) ქალაქ გორში, სტალინის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეირჩეს ადგილი, სადაც მომავალში აღიმართება ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალი.
ამისათვის მათ განცხადება ქ.გორის მერიაში, გორის მერის ბატონი კოტე თავზარაშვილის სახელზე დაარეგისტრირეს.