ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა პროექტ სამოქალაქო აუდიტის (Social Audit) აქტიური ფაზა დაიწყო , რომლის პირველი სამუშაო შეხვედრაც ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისში შედგა.
სამოქალაქო აუდიტი შვედეთის ინსტიტუტისა და მალმოს უნივერსიტეტის მიერ მხარდაჭერილი საერთაშორისო პროექტია, რომელიც საპილოტე რეჟიმში ევროპის სამ ქვეყანასა და ერთ რეგიონში ტარდება. ის მიზნად ისახავს სასკოლო განათლების ეტაპზე მოსწავლეთა შორის სამოქალაქო აქტივიზმის წახალისებას და მათთვის საჯარო სექტორის აუდიტის უნარების შეძენას. პროექტის შედეგად, მოსწავლეებს, როგორც აქტიურ მოქალაქეებს, ექნებათ სახელწმიფო ორგანოების კონტროლისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.
საპილოტე პროექტში თბილისის 71-ე საჯარო სკოლისა და ათასწლეულის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები არიან ჩართული. 3 თვის განმავლობაში პროექტის მონაწილეები გაივლიან როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს თვითმართველობასა და მის აუდიტთან დაკავშრებულ საკითხებში. პროექტის დასკვნით ფაზაზე კი ისინი სამოქალაქო აუდიტს განახორციელებენ და შედეგებს საჯაროდ წარადგენენ.
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი მადლობას უხდის შვედეთის ინსტიტუტსა (SI) და მალმოს უნივერსიტეტს (Malmo) ასეთი საინტერესო პროექტის მხარდაჭერისათვის, ასევე პროექტში ჩართული სკოლების დირექტორებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს!