6 სექტემბერს ევროპულ-ქართული ინსტიტუტი EaP CSF Georgian National Platform-აში გაწევრიანდა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა არის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ყველაზე დიდი გაერთიანება.“
2009 წლის 7 მაისს ევროკავშირმა აღმოსავლეთ ევროპის ექვს ქვეყანას – აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, ბელორუსი, მოლდოვა, უკრაინა – თანამშრომლობის ახალი ფორმა, აღმოსავლეთის პარტნიორობა შესთავაზა.
მალევე ევროპის კომისიის ინიციატივით შეიქმნა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი. ფორუმის შემადგენლობაში შედიან სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, მოლდავეთიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან; ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან; ასევე, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თითოეულ ქვეყანაში შეიქმნა ეროვნული პლატფორმა, რომლის ფუნქციასაც შესაბამის სახელმწიფოში სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის კოორდინაცია წარმოადგენს.