კრინიცას ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჩატარდა დისკუსია „ევროპის მომავალი“. პანელის ფარგლებში ეკონომიკის მომავალზე საუბრობდა თავისუფალი უნივერსიტეტის დეკანი, პროფესორი ალექსანდრე რაქვიაშვილი; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის წევრი, ქალბაოტონი მაია მელიქიძე;პროაქტივ ჯგუფი ჯორჯიას წარმომადგენელი გიორგი აგირბაია; ჰარვარდის ევროპის ბიზნეს ჯგუფის პრეზიდენტი, არჩილ ჭეიშვილი. სესიის  მოდერატორი ევროპულ-ქართული ინსტუტის აღმასრულებელი ბორდის წევრი, ირაკლი ქორქია იყო.

„კრინიცის ეკონომიკური ფორუმი თბილისში“ საქართველოს, პოლონეთის, სლოვაკეთის პრეზიდენტებმა და საქართველოს პრემიერმა გახსნეს.

ეკონომიკური ფორუმის მიზანი ევროპულ ქვეყნებსა და მათ პარტნიორებს შორის დიალოგის დამატებითი პლატფორმის შექმნა და საქმიან წრეებს შორის თანამშრომლობის განვითარებაა.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიების სხვადასხვა საკითხზე მათ შორს – ევროპის მომავალიმომავლის ეკონომიკასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გაკვეთილები.

ღონისძიება სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.