ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა (EGI), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის (FNF) დაფინანასებითა და ვიკიპედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფთან თანამშრომლობით (WM-GE), განახორციელა პროექტი, რომლის ფარგლებშიც ვიკიპედიის სტატიები თავისუფლების თემატიკის გარშემო არსებითად გაუმჯობესდა. პროექტის განორციელების შედეგად ითარგმნა და დაიწერა 40-ზე მეტი სტატია ლიბერალიზმზე, ლიბერალურ ღირებულებებსა და ლიბერალ მოაზროვნეებზე.

ქართულ ვიკიპედიაში სტატია „ილია ჭავჭავაძე“-ის ხილვები თვეების მიხედვით.

აღნიშნული პროექტის ჩატარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რიგი მიზეზების გამო. მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო სტატიებისა და კვლევების სანდოობის ხარისხი უფრო მაღალია, ისინი ნაკლებად ხელმისაწვდომია მოსახლეობისათვის, მაშინ როცა ვიკიპედიის სტატიები გაცილებით ხშირად იკითხება და უფრო მარტივი მოსაძიებელიცაა. ამას ისიც ემატება, რომ ვიკიპედიის სტატიებიც ინარჩუნებს სანდოობის მაღალ ხარისხს, კერძოდ, კვლევების მიხედვით აქ განთავსებულ მასალის 80 პროცენტი სანდოა.

პროექტი კიდევ უფრო შედეგიანია მიმდინარე პანდემიის პირობებში. კარანტინმა და მოსახლეობის სახლში ყოფნამ მნიშვნელოვნად გაზარდა ინტერნეტის მოხმარება, მათ შორის ვიკიპედიისაც. სტატისტიკაზე დაყრდნობით პირველი სრული კარანტინის პერიოდში ვიკიპედიის მოხმარების მაჩვენებელმა, საქარველოში, თვეში 27-28 მილიონს მიაღწია. ასეთივე ტენდენცია შეინიშნება მეორე ტალღის აკრძალვების შემდეგაც, რომელიც ნოემბერში გამოცხადდა.
საკამათო არაა, რომ დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის საქართველოში განათლებისა და ცოდნის ხელშეწყობაა საჭირო. ვიკიპედია კი ამის მისაღწევად ერთ-ერთი ყველაზე კარგი და მარტივი საშუალებაა. მიუხედავად ამისა, აქამდე ქართულ ვიკიპედიაზე ლიბერალური იდეოლოგიის, მისი გამოჩენილი ფუძემდებლებისა და მიმდევრების შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია იყო. სწორედ ამიტომ გაჩნდა იდეა ამ პროექტის განოხრცილებისა, რომლის დასრულების შემდეგაც საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილსაც, რომელიც არ ფლობს ინგლისურ ენას, ექნება მარტივი წვდომა ინფორმაციაზე ლიბერალიზმისა და ლიბერალების შესახებ.

რატი კობახიძე, სტატია „ილია ჭავჭავაძე“-ის ავტორი.

პროექტის ფარგლებში ასევე დაიწერა ორი კვლევითი სტატია: პირველი მათგანი შეეხებოდა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზოგადო მოღვაწეს – ილია ჭავჭავაძეს. ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ახალგაზრდა მკვლევრის, რატი კობახიძის, მიერ დაწერილი კლვევითი სტატია უმთავრესად შეეხება ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივ მოღვაწეობას, მის მიერ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების შექმნას,თავისუფლებისა და ლიბერალური იდეების გარვცელებას. საშუალოდ 15000 ნახვით ყოველთვიურად, რატი კობახიძის მიერ განახლებული სტატია ილია ჭავჭავაძის შესახებ ქართული ვიკიპედიის მე-4 ყველაზე ნახვადი სტატიია 2020 წელს.

მეორე კვლევითი სტატია მიმოიხილავს მე-19 და მე-20 საუკუნის ქართველ ლიბერალ მოაზროვნეებსა და ლიბერალურ დისკურსს საქართველოში . სტატიის ავტორი გახლავთ გიორგი ჯავახიშვილი, მკვლევარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პირველი რესპუბლიკის კვევითი ცენტრიდან. გიორგის სტატია გამორჩეულია აღნიშნული ეპოქის პოლიტიკური ანალიზის თვალსაზრისით.

ორივე ზემოთხსენებული სტატია პირველ რიგში ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა, ხოლო შემდეგ მოხდა მათი მორგება ვიკიპედიის სტილზე და პლატფორმაზე განთავსება.

პროექტის ფარგლებში 40 სტუდენტისა და ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტის მიერ ნათარგმნი სტატიები თავისუფლებისა და ლიბერალიზმის თემაზე აკმაყოფილებს ვიკიპედიის მაღალ სტანდარტებს და შესაძლებლობას აძლევს ქართველ მკითხველს ამომწურავად გაეცნოს მისთვის აქამდე ხელმიუწვდომელ ინფორმაციას ისეთ საკითხებსა და ადამიანებზე როგორიცაა: მემარჯვენე ლიბერალიზმი, ლუდვიგ ფონ მიზესი და ა.შ.

ეს არის ნათელი მაგალითი წარმატებული პროექტისა, რომელიც განხორციელდა ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის მიერ მრავალ მოტივირებულ და წარმატებულ ახალგაზრდა მოხალისესთან ერთად.

სტატიების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

Access all articles...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.