ჩემი მოკლე ბიოგრაფია

ვალერი როსტიაშვილი სწავლობს პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მე12 კლასში. უყვარს ფიზიკური აქტივობების შესრულება. მუდმივად ვარჯიშობს და მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს. ამჟამად აბიტურიენტია და სურს დაეუფლოს მეღვინეობას.

ჩემთვის #ინიციატივა / #ქმედება არის

მე ინიციატიველი ვარ. ინიციატივა ჩემთვის პირველრიგში, არის ადგილი სადაც გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი და შევიძინე მეგობრები. ვისწავლე ბევრი ახალი რაღაცა. ვისწავლე როგორ დავგეგმო და ჩავატარო პროექტები, რა თქმა უნდა, ჩემი უსაყვარლესი და უნიჭიერესი დის დახმარებით ეს არის პლატფორმა, რომლის ყოველი აქტივობა ძალიან მახარებს.

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის, მელი, ოთო, ნინი, შაკო და თქვენს შემდეგ ყველა ადამიანი, რომლებიც აქ გავიცანი. ჩემთვის ეს ორგანიზაცია არის ძალიან ბევრი კარგი მოგონება, ჭკვიანი ადამიანების გუნდი და ბევრი კარგი პროექტი ერთად აღებული.

მე ასეთი საქართველო მინდა…

საქართველოს მომავალი რა თქმა უნდა კარგი იქნება. ჩვენ შევძლებთ შევცვალოთ ყველაფერი უკეთესობისკენ. მოქალქეები თუ იქნებიან აქტიურები, მაშინ შევძლებთ შევცვალოთ ყველაფერი უკეთესობისკენ. თუ ვისწავლით და გავიგებთ რა გვინდა და რა არის უკეთესი, მაშინ შეგვეძლება მომავალი უკეთესობისკენ შევცვალოთ. თუ არა და წავალთ უკან.

მომავალში მე მინდა გამოვიდე

დიდი ხანია მინდა, რომ ჩავაბარო მეღვინეობაზე და გამოვიდე მეღვინე. ვფიქრობ, არ არის აუცილებელი ყველა ბიზნესზე და იურიდიულზე სწავლობდეს. ხოდა ვიპოვე ჩემი საქმე. ასევე ყოველთვის ვეცდები ვიყო კარგი მოქალაქე.

ქართველობა ჩემთვის არის…

ქართველობა ჩემთვის კარგად სწავლა, ჩემი საქმის კეთება და ქვეყნის სიყვარულია. მართალია, ბევრს უყვარს თავისი ქვეყანა მაგრამ მათ არასწორი ხედვა აქვთ. ხოდა ჩემთვის ქართველობა ამ ადამიანების სწორ გზაზე დაყენებაც არის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.