ჩემი მოკლე ბიოგრაფია

ვარ 18 წლის,ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებს,გრაფიკის დიზაინს,მუსიკას,მოკლედ ბევრ რამეს.ზოგადად ცხოვრება ესე მწამს,ყველაფერი უნდა სცადო და რომელიმეში აუცილებლად გაგიმრთლებს.არ ვიცი ამ სიას კიდევ რა დაემატება,მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი,რომ უმუშევარი არ დავრჩები .

ჩემთვის #ინიციატივა არის

ჩემთვის ინიციატივა არის ყველაზე დიდი გამოვლინება იმისა,თუ რამდენი კარგი რამის გაკეთება შეუძლია ერთ პატარა იდეას,ჯგუფური მუშაობის შედეგად.ყველაზე კარგი ამ პროექტში ის არის,რომ ის ადამიანები,რომელბთანაც წლების წინ მიწევდა ურთიერთიბა,დღესაც ბევრ კარგ რამეს ვაკეთებთ ერთად და ვცდილობს ძველი მუხტი და მოტივაცია არ დავკარგოთ.ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ამ პროექტის საშუალებით საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს იძენ,რომლებიც მუდამ მზად არიან,შენთან ერთად,შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ.

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი მაქსიმალურად ცდილობს ქართული ცნობიერების ამაღლებას და მის დაახლოებას ევროპასთან.იგი აგრეთვე ანგრევს იმ სტერეოტიპებს,რომლებსაც ძველი თაობის ადამიანები უნერვაგენ ახალგაზრდებს.ეს ყველაფერი ემსახურება იმას,რომ მომავალი თაობა იყოს უფრო მეტად გათვითცნობიერებული საქართველოს ევროპული არჩევანის მნიშვნელობაში.

მე ასეთი საქართველო მინდა…

მე მინდა ისეთი საქართველო,უნივერსიტეტში არ ჩაბარება რომ უხერხული არ იყოს და ადამიანებმა აკეთონ არა ის,რაც ოჯახს სურს,არამედ ის,რაც მართლა უყვართ.კიდევ ისეთი საქართველო მინდა,ადამაინების პირადი თვისუფლებისთვის ციხეში რომ არ ჩასვამენ და არ მოკლავენ,მხოლოდ იმის გამო რომ განსხვავებული დაიბადა.

მომავალში მე მინდა გამოვიდე

მე მინდა გამოვიდე მუსიკოსი,ოღონდ არა ტრადიციული ფორმით.ცოტა განსხვავებული მუსიკოსი მინდა ვიყო,აი ისეთი მუსიკოსი სულ ახალს რომ ეძებს და ექსპერიმენტების ხარჯზე უკეთესს რომ ქმნის და მასწავლებელი,ოღონდ ჩვეულებრივი მუსიკის მასწავლებელი არა,ელეკტრონული მუსიკის მასწავლებელი,ზოგადად ცოდნის გადაცემა ძალიან დიდი საიმოვნებას მანიჭებს.

ქართველობა ჩემთვის არის…

ქართველობა არ ვიცი რა არის,ზოგადად არ მიყვარს ვიღაც ტიპები ერის მამობას რომ იწყებენ და მერე ადამიანებს ჩარჩოებში რომ სვამენ,წესებს და კანონებს რომ უწესებენ.ქართველობა არ არსებობს.თითოეული ადამიანის გონება ახალი სამყაროა და ამ სამყაროში რაც ჩნდება ყველაფერი გენიალურია,არ შეიძლება ადამიანების აზრების დაბრკოლება,მხოლოდ იმის გამო,რომ ისინი “ქართველობას” ეწინააღმდეგება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.