ჩემი მოკლე ბიოგრაფია

“ანასტასია ხარაზი დაიბადა 2001 წლის 17 იანვარს ქალაქ ბათუმში.ამჟამად ცხოვრობს ფოთში.
2007 წელს სწავლა დაიწყო ნიკო ნიკოლაძის სახელიბის ქალაქ ფოთის #2 საჯარო სკოლაში.
2012 წლიდან სწავლას აგრძელებს თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლაში.
2007 წლიდან დაიწყო ჭადრაკის თამაში, სადაც მან უამრამ წარმატებას მიაღწია: არის შავი ზღვის აუზის ქვეყნების 3გზის ჩემპიონი,საქართველოს ვიცე ჩემპიონი,ევროპის ჩემპიონატის ათეულის წევრი.
2015-2017 წარმატებით დაამთავრა ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებული ინგლისურენოვანი Access პროგრამა.
წარმატებები მიღწეული აქვს როგორც სკოლაში,ასევე არაფორმალური განათლების სფეროში.
2017 წლის ზაფხულიდან ანასტასია არის ,,ინიციატივა”-ს წევრი და აქტიურად მოღვაწეობს პლატფორმის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში.
დამატებით ეუფლება ფრანგულ ენას.
2017 წლის სექტემბირდან არის კოლხეთურ ეროვნული პარკის ნორჩი ელჩი და მის ფარგლებში მუშაობს სხვადასხვა პროექტებზე.”

ჩემთვის #ინიციატივა /

“სიმართლე გითხრათ, არასდროს მიფიქრია კითხვაზე: რა არის ჩემთვის ინიციატივა?
უმეტესობის აზრით , ალბათ ეს პლატფორმა არის საშუალება,რომლითაც მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება სამოქალაქო საქმიანობაში.
დიახ, რა თქმა უნდა ვეთანხმები და რეალურიცაა,თუმცა ინიციატივა ჩემთვის ერთი დიდი ოჯახი არის, სადაც ერთმანეთზე ზრუნავენ და იბრძვიან კეთილი საქმისთვის.
სწორედ ეს ოჯაზური გარემო ქმნის შინაგან სურვილს, რომ გავაკეთოთ რაიმე სასარგებლო სამოქალაქო სფეროში, ვიბრძოლოთ ლამაზი მომავლისთვის.
ჩვენი ყოველი შეხვედრა განსხვავებული,საინტერესო და პროდუქტიულია. მახსოვს, როგორ გავხდი ლატფორმის წევრი. 2017 წლის აგვისტო იყო, როცა ვნახე აპლიკაცია ბაზალეთის ბანაკის შესახებ თემაზე ,,ჩვენ საქართველოს მოქალაქენი” ზუსტად 2 საათი იყო დარჩენილი ვადამდე.ამ დროის განმავლობაში მოვახერხე: გუნდს შეკრევა, პროექტის დაწერა და აპლიკაციის გადაგზავნა. დადებიტ პასუხს არც კი ველოდი,მაგრამ სასიხარულოდ ჩემი მოლოდინი არ გამართლდა.მიმიღეს ბანაკში.
ბაზალეთზე გატარებული 5 დღე საკმარისი აღმოჩნდა ყველაფირის სანახავად. გუნდური მუშაობა, გართობა, მოტივაცია, საუბარი,სითბო ერთმანეთს ავსებდა და სწპრეს ეს იყო ოჯახური გარემოს შექმნის ფაქტორი.
ბაზალეთის შემდეგ სართოდ არაფრიდან,მხოლოდ ადამიანური რესურსის გამოყრნებით გამვახორციელეთ მასშტაბური ფორუმი.რომ არა ბანაკში ,,მოპოვებული” მოტივაცია და საკუთარ თავში დარემუნება ,ჩბენ ამას ვერ შევძლებდით.ყოველდღე გამამხნევებელი ზარი შაკოსგან,რომელიც სავსეიყო პოზიტიური,თბილო და მოტივაციური წინადადებებით.ამ ყველაფერმა დიდი როლი ითამაშა.
ზაფხულის შემდეგ ორჯერ ბაკურიანში ვიყავიდა შევძელი თიტოეული წევრის უმეთ გაცნობა.
გულწრფელად გითხრათ, ენით აღუწერელია ის ბედნიერება, რასაც ინიციატივის წევრობა ჰქვია. უამრავ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ ერთმანეთის დახმარებით,ბევრი რაღაცის გამოსწორება შეგვიძლია უბრალო გამხნევებითაც კი, ამ დროს ჩბენთვის შეუძლებელიც კი შესაძლებელია.
ბევრი რამ ვისწავლე მათთან ურთიერთობაში: არ უნდა დანებდე, არ უნდა იყო მშიშარა, უნდა სცადო ყველაფერი, მაქსიმალურად უნდა გამოიყენო შანსი და არ უნდა გააღვიძო მელაშვილი(ეს მართლა)

და კითხავზე თუ რა არის ჩემთვის ინიციატივა, გავიმეორებ იგივეს : ო ჯ ა ხ ი.”

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

“ჩემთვის EGI არის მისაბაძი ორგაბიზაცია არაფორმალური განათლებისა და სამოქალაქო აქრივიზმის სფეროში.
როგორც ვიცი,ინსტიტუტმა განახორციელა უამრავი პროექტი ამ სფეროს ფარგლებში.
ეგი მიზნად ისახავს ახალგაზრდული საქმიანობის ხელშეწყობასა და არაფორმალური განათლების დამკვიდრებას.ორგანიზაციის მხარდაჭერით უამრავ ახალგაზრდას შეუწყო ხელი, რომ მიეღოთ მონაწილეობა საზღვარგარეთ კონფერენციებსა და საგანმანათლებლო ტურებში. მათი თანამშრომლობით სახელმწიფო სექტორთან განახორციელეს ახალგაზრდული კამპანია: ,,შენი ხმა ჩვენი მომავალია” რომელიც მიზნად ისახავდა 2016 წლის არჩევნებში მაღალი აქტივობის მიღწევას.
ეგი არის სწორეს ის ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია ააინტერესო გზებითა და პროექტებით აამაღლოს აახლაგაზრდების ჩართულობა და შეუწყოს ხელი მათ არაფორორმალურ განათლებას.

მე ასეთი საქართველო მინდა…


ყველას უფიქრია ისეთ ადგილას ცხოვრებაზე,სადაც ნაკლები პრობლემაა, ან პრობლემა საერთოდ არ არის.
ჩემთვის ასეთ ადგილს მაინც საქართველო წარმოადგენს, ოღონდ მომავალში.
უდიდესი ისტორიის მქონე ქვეყანაში ვცხოვრობთ,ქვეყანამ, რომელმაც ბევრი სისხლის ღვრა, შემოსევები, სიდუხჭირე გამოცადა.მიუხედავად ამ ყველაფრისა, აღმოსავლეთ ევროპაში არსებობს პატარა სახელმწიფო სახელად საქართველო და ვარსებბთ ჩვენ.
ბევრი რამისგან გვსურს თავის დახსნა,გამოსწორება, მაგრამ ჩემთვის დიდ შავ ჯერჯერობიტ ჩამოურეცხავ ლაქად რუსეთი მიმაჩნია ,ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები…
შეუძლებელი არაფერია და ისევ ჩვემი დავდადებული ბრძოლოთ შევძლებთ მათ დაბრუნებას.
მინახავს ისეთი ადამიანები, ვისაც ამის არანაირი იმედი არ აქვს,მეტიც -ისინი ჩვენს ტერიტორიებს რუსეთის საკუთრებად თვლიან.ჩემთვის კი ამ პამდორას ყუთში,რასაც ჩემი გონება ატარებს, იმედია დარჩენილი.
ვიცი, რომ საქართველოში არ იქნება ეკონომიკური სიდუხჭირე, ვიცი, რომ არ იქნება დისკრიმინაცია, ვიცი, რომ ჩვენ ვიქნებით ის თაობა რომელიც ამ პრობლემებს გამოასწორებს.
ისევ გადავავლოთ თვალი წარსულს და გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ რამდენიმე ათეული წლის წინ დამოუკიდებლობაზე და თავისუფლებაზე ფიქრიც კი შეუძლებელი იყო.
შევხედოთ დღევანდელ დღეს, თვალიგავუსწოროთ რეალობას. ეს უნდა იყოს ჩვენთვისყველაზე დიდი მაგალითი იმისა, რომ მოცემული პრობლემების გადაჭრა სრულიად მარტივად არის შესაძლებელი.
ძალა ერთობაშია.

მომავალში მე მინდა გამოვიდე

“მე-11 კლასელი საკმაოდ კარგად ვარ ჩამოყალიბებული და ვიცი რა მინდა.
მსურს გავხდე ექიმი. ეს პროფესია ძალზედ რთულია და მისი როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოში. ეს სფერო შანსს მაძლევს გავუმკლავდე სირთულეებს და დავეხმარო ხალხს. გარდა ამისა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ მინდა გავხდე ექიმი, არის დიდი ინტერესი ამ სფეროს მიმართ.
დღესდღეობით ამ მედიცინის დარგში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამიერკავკასიაში, 1808 წელს სწორედ თბილისშიგაიხსნა პირველი ევროპული ტიპის სტაციონარი, თბილისის სამხედრო ჰოსპიტალის სახით.
ვფიქრობ, დღევანდელი მფომარეობის გამოსწორებაც შესაძლებელია. არ მაშინებს დაბრკოლებები რომ ვიყო ექიმი და თან აქტიური მოქალაქე.”

ქართველობა ჩემთვის არის…

“ქართველობაზე უამრავი სტატია და ნაშეომი მინახავს.უმეტესწილად ნათქვამია, რომ ქართველობა არის: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”, დავით აღმაშენებელი, ცოტნე დადიანი, თამარ მეფე,შოთა,აკაკი, ვაჟა…
რა თქმა უნდა ვეთანხმე ბი ამ ყველაფერს თუმცა ჩემთვის ყველაზე მოკლე და კონკრეტული განმარტება ქართველობისა და ის თუ რა არის ჩემთვის შემდეგნაირია: არის პირველ რიგში ქართული კულტურის მემკვიდრეობისადმი კუთვნილების აღიარება და ამ კუთვნილების მაღიარებელი ადამიანებისთვის საჭირო საარსებო გარემოს შენარჩუნება, ან თუ საჭიროა, მოპოვებაც, მომავალი თაობის ღირსეულად აღსაზრდელად!
აი, სულ ეს არის “ქართველობა” და პირდაპირ კავშირშია ქართულ სახელმწიფოებრიობასთან!

და გამომდინარე აქედან, ყოველგვარი აგდებული და ირონიული დამოკიდებულება მისდამი არის სახელმწიფოს ღალატი!”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.