22 დეკემბერს ვენაში მომავალ დიპლომატთა კლუბი (ევროპულ-ქართული ინსტიტუტი) სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ვენის დიპლომატიურ აკადემიას. კლუბის წარმომადგენლებს აკადემიის პრეზიდენტი ჰანს ვინკლერი შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე, გაცვალეს იდეები, შეხვედრის ბოლოს კი კლუბის წარმომადგენლებს თავად პრეზიდენტმა ვიკლერმა გააცნო ვენის დიპლომატიური აკადემია.