28 დეკემბერს ირანის მეორე უდიდეს ქალაქ მეშჰედში სიძვირისა და ფასების მატების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომელიც მალევე გადაიზარდა მასშტაბურ ანტისამთავრობო გამოსვლებში და ქვეყნის მრავალ ქალაქში გავრცელდა.

თუმცა ირანის ამბების აღწერისას ხშირად ჩნდება დაბნეულობა, თუ ვინ არის ირანის მთავრობა, ვინ არის პირველი პირი და ვინ ფლობს ძალაუფლებას. ამ ლექციაზე შედგება საუბარი ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკურ მოწყობაზე, თუ ვინ ვინ არის ირანში.

ნიკო ქელბაქიანმა დაასრულა თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა ირანის მიმართულებით და ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და აფრიკანისტიკის სკოლის მაგისტრატურა ირანისტიკაში.

იგი არის ირანის თანამედროვე ისტორიისა და პოლიტიკის მკვლევარი. მისი კვლევის სფეროში შედის საბჭოთა/რუსულ-ირანული ურთიერთობები მე-20 საუკუნის ირანში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.