გაიცანით – ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობის პროგრამის სტიპენდიატი – ზუკა მაისაშვილი. ზუკა 1 თვის განმავლობაში სტაჟირებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გაივლის.
„მე ამბროლაურთან მაკავშირებს ემოციური კავშირი, რადგან წარმოშობით ვარ რაჭველი, ამავდროულად ბოლო ორი წლის მანძილზე ჩემი ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად მიწევს ადგილობრივ პრობლემებთან შეჯახება და ზუსტად ვიცი რა სად არის გასაკეთებელი, ამავდროულად მჯერა, რომ საქართველოში და კერძოდ ამბროლაურში უნდა შეიქმნას ევროპული სტილის თვითმართველობა სადაც ადგილობრივების ინტერესები და გამოწვევები იქნება მთავარი. ამადროულად მათი ჩართულობით უნდა იგეგმებოდეს ბიუჯეტი და ის მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული ადგილობრივებზე.“
ზურაბ მაისაშვილი დაიბადა 2000 წლის 15 თებერვალს.ზურაბმა 2018 წელს დაამთავრა ნიუტონის თავისუფალი სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა აგრარულ უნივერსიტეტში. ზურაბს ჰქონია გამოცდილება ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციებში, როგორც მუშაობის ასევე სტაჟირების მიმართულებით. ამავდროულად ზურამ 2018 წელს შექმნა თავისი ღვინის კომპანია რაჭაში-„ღვინუკა“ და ახლა მუშაობს პოლიტიკური აპლიკაციის შექმნაზე.
ჩვენ გვჯერა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარებისთვის – ამიტომ, წარმატებები ზუკას!