ჩემი მოკლე ბიოგრაფია
ზუკა მაისაშვილი არის ნიუტონის თავისუფალი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე.ზუკამ დაამთავრა დიპლომატიის სკოლა(ორივე ეტაპი), რომელიც ხორციელდება მომავალ დიპლომატთა კლუბის და თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ.ზუკას ასევე დამთავრებული აქვს აქვს ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სემინარები.იყო ორატორიუმის მონაწილე.დამთავრებული აქვს “საღი აზრის ეკონომიკა” კურსი.
ჩემთვის #ინიციატივა არის
ჩემთვის ინიციატივა არის ხალხი,რომელიც ნიჰილიზმში არაა გადავარდნილი და არ წუწუნებს,რომ “ჩვენ მაინც არაფერი არ გვეშველება”,მეტიც, ისინი იღებენ პასუხისმეგლობას და ისე,რომ არავის არ ეკითხებიან ქმინიან პროექტებს იქნება ეს ცოდნის კაფის გახსნა წნორში თუ ქუთაისში დასაფასებელი სპორტცმენის დახმარება,რომელსაც ძალიან უჭირდა და დღეს არამარტო ნორმალური საცხოვრებელი პირობები,არამედ ყოველთვიური შემოსავალიც აქვს.ჩემთვის ყველაზე დიდი ინიციატივა იყო 2017 წელს,როდესაც ახალ კონსტიტუციას იღებდნენ და ამის შესახებ საზოგადოებამ არ იცოდა(რასაც ადასტურებს NDI-ის კვლევებიც),ინიციატორებმა მთელი საქართველოს მაშტაბით ჩაატარეს აქტიური ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია არამარტო ქუჩაში სტიკერების გამოკვრით,არამედ სახალისო თამაშებით და სხვა მრავალი ქმედებით.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
რაც შეეხება ევროპულ-ქართულ ინსტიტუტს ეს არის საქართველოში არაფორმალური განათლების ერთ-ერთი(თუ არა ერთადერთი) სერიოზული ორგანიზაცია,რომელშიც შედის “ინიციატივა” და “ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია”.ზოგადად მე სკოლაში 12 წელია ვსწავლობ და ალბათ არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი,რომ ამ დროის დიდი ნაწილი ფუჭია და უბრალოდ დროის კარგვაა,რადგან მე ბოლო 1,5-2 წელში უფრო მეტი ვისწავლე არაფორმალური განათლების გზით ვიდრე 12 წლის მანძილზე სკოლაში.ჩემი აზრით სწორად ეს მისია აკისრია ევროპულ-ქართულ ინსტიტუტს,რომ ერთმანეთს დააკავშიროს ადამიანები(ახალგაზრდები),რომლებთან სურთ ქვეყნისთვის კარგი საქმეების კეთება(არ აქვს მნიშვნელობა დიპლომატია იქნება ეს,ეკონომიკა,ბიზნესი,ხელოვნება თუ სამხედრო საქმეები) და მისცეს მათ ცოდნა ყველაფერი ამის შესახებ.
მე ასეთი საქართველო მინდა…
არ დავიწყებ ბრტელ-ბრტყელ სიტვებს,რომ მე მინდა საქართველო ნიკოფსიიდან-დარუბამნდამდე და ა.შ.მე მინდა,რომ საქართველოში იყოს საზოგადოება,რომელიც უმცირესობებს განურჩევლად სქესისა,რელიგიური შეხედულებებისა,აზრის გამოხატვისსა,წარმოშობისა,წარმომავლობისა,შეზღუდული შესაძლებლობისა არ დაჩაგრავს,მეტიც,იქნება მათ მიმართ ტოლერანტული.საზოგადოება,რომელიც შექმნის მეტ დოვლათს,რომელსაც გაიტანს ექსპორტზე კანბერიდან-ნიუ-იორკამდე,ასევე ბოლომდე დაიცავს საკუთარ უფლებებს და თავისუფლებებს,რაც მთავარია ყველა ამ პროცესში მთავრობების ჩართულობა იქნება მინიმალური.მოკლედ ბევრი,რომ არ გავაგრძელო მინდა საქართველო გამთლიანებული,ეკონომიკურად ძლიერი და აქტიური მონაწილე,ინიცატორიც გლობალური პროცესების.რა თქმა უნდა განვითარებული და ევროპულ ღირებულებების მქონე საზოგადეობითურთ,რადგან ამ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ ხალხი,ყველანი ერთად და არა კაბინეტში გამოწყვდეული ბიუროკრატები.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
გლობალურ სამყაროში ეს კითხვა აზრს კარგავს,რადგან ნებიმიერი პროფესია შეგიძლია გამოიცვალო ნებისმეირ ასაკში,ასე,რომ ახლა იმაზე პასუხის გაცემა რას გავაკეთებ 5-10-15-20 წლის მერე არ ვიცი,იმიტომ,რომ არავინ არ იცის ეს ამბავი.ისე ვაპირებ ჩავაბარო თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე (ESM),ხოლო შემდეგ იქ მიღებული ცოდნით და გამოცდილებით ვიმუშაო იქ სადაც მექნება კარიერული წინსვლის საშუალება,თუნდაც დავიწყო პირადი ბიზნესი(რისი შანსიც უფრო დიდია)
ქართველობა ჩემთვის არის…
დღეს “ქართველობა” სალანძღავი სიტყვაა,ყველას ვინც მახინჯ ტრადიციებს არ ივიწყებს ქართველობის სტატუს მიანიჭებენ ხოლმე.ჩვენ გარშემო უამრავი ურაპატრიოტია,რომელსაც ქართველობა წაართვეს სოროსიტებმა,მასონებმა და სხვა არასამთავრობოებმა.სინადვილეში კი ჩვენ ქართველობა ბევრად ადრე მე-19 საუკუნეში დავკარგეთ,როდესაც რუსეთმა მანიფესტი გამოგვიქვეყნა და გუბერნიად გვაქცია,შემდეგ ავტოკეფალია წაგვართვა,აჯანყებები სისხლიანად ჩააგვიხშო,ფრესკები შეგვითეთრა,ლამის ენაც დაგვაკარგვინა.ჩვენ ქართველობა მაშინაც დავკარგეთ,როდესაც ილია ჩვენივე ხელით მოვკალით და მაშინაც,როდესაც თბილისის თავზე წითელი დროშა ამაყად ავაფრიალეთ,ხოლო ბოლოს ქართველობა მაშინ დავკარგეთ,როდესაც 90-იან წლებში ერთმანეთს დავუწყეთ სროლა.
ჩემთვის ქართველობა ასოცირდება ილია ჭავჭავაძესთან,მერაბ მამარდაშვილთან,კახა ბენდუქიძესთან,ადამიანებთან,რომლებთაც თავიანთი საქმით დაამტკიცეს,რომ ქართველებსაც შეგვიძლია ყველაფერის კეთება თუ ამას მოვინდომებთ!