ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.

 

პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა პოლიტიკოსის, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ზურაბ გამგებლის პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე:

რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმინაობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა?  

ახალგაზრდული პოლიტიკის და პოლიტიკაში ახალგაზრდების გაძლიერების მთავარ გამოწვევად მიმაჩნია ლიფტების ჩაკეტილობა და ძველი ელიტის მიერ შექმნილი ბარიერები, რომელიც ხელს გვიშლის ახალაზრდა პოლიტიკოსებს, წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი.

აუცილებლად მიმაჩნია, არტიების ლიდერებმა გახსნან ჩამკეტი მექანიზმები და დაიწყონ მათი ახალგაზრდა წევრების წინ წამოწევა, რაც მოგვცემს საშუალებას შევქმნათ ახალი დღისწესრიგი, ქვეყნის პოლიტიკა გავხადოთ უფრო თანამედროვე და ინივაციური, ხოლო მოსახლეობას გავუჩინოთ რწმენა, რომ არსებულზე უკეთესი ალტერნატივა არსებობს.

დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ

სამწუხაროდ, არც ადგილობრივ და არც მსოფლიო პოლიტიკაში მისაბაძი მაგალითები არ მყავს, ამიტომ ვისაუბრებ ჩემს მეორე სფეროზე და დავასახელებ სცენარისტ ალექს გარლანდს და დევიდ ფინჩერს

მიღწევა, რომლითაც ამაყობთ  

ამ ეტაპზე, რამდენიმე მიღწევით ვამაყობ. ორ მათგანი კი განსაკუთრებულია.

  1. საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ინტერპარტიული საბჭოს ჩამოყალიბება, სადაც ყველა აქტიური პარტიის ახალგაზრდა ლიდერი ერთიაბდება.
  2. 2 კვირის წინ, ჩემი სცენარით გადაღებული ოირველი სერიალის ეკრანებზე გამოსვლა.

რაზე მუშაობთ ამჟამად? 

ინტერპარტიული საბჭოს ფორმატით, განსხვავებულ პარტიათა წევრ ახალგაზრდებს შორის, ურთიერთოატივისცემისა და თანამშრომლობის კულტურის გაძლიერებაზე. პარტიის მიმართულებით, ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობის გაძლიერებაზე, ამასთანავე კიდევ ერთი სერიალის სცენარზე.

რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად? 

სახელმწიფოს განვითარება დამოკიდებულია მისი თითოეული მოქალაქის აქტიურობასა და ჩართულობაზე. შესაბამისად, ჩემი საქმიანობა ავტომატურად იძენს მნიშვნელობას. ხოლო იმის გათვალისწინებით, თუ რას ემსახურება ჩემი საქმიანიბა, ერთი ორად ზრდის მის მნიშვბელობას ქვეყნისა და საზოგადოებისთვის.

ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე

ამ მომენტისთვის უმთავრეს გამოწვევად კვლვ ოკუპაცია და ეკონომიკური პრობლემები უნდა დამესახელებინა, მაგრამ მიწევს ვთქვა, რომ მთავარი გამოწვევა, დასავლურ სტრუქტურებში გაწევრებისკენ მიმავალი გზიდან გადახვევის საფრთხეა. 

ფაქტია, რომ ხელისუფლების ბოლო დროინდეელი ქნედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ერის ნებას, რომელიც კონსტიტუციაშია გამოკვეთილი და გვიწევს მთავრობასთან ბრძოლით დავიცვათ ის, რასაც თავად ხელისუფლება უნდა იცავდეს.

ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში

წინა წლებთან შედარებით, ქართული საზოგადოება უფრო და უფრო მომთხოვნი ხდება პოლიტიკოსებისა და პარტიების მიმართ. ბრტყელ ბრტყელი დაპირებებისა და დემაგოგიის მაგივრად, საზოგადოება ითხოვს დეტალურ ახსბებსა და მიდგომებს მათგან, ვინც მხარდაჭერასა და გვერდში დგომას ითხოვს. ეს ტენდენცია უნდა გაძლიერდეს რათა მალე გავხდეთ საზოგადოება, რომლის მოტყუებაც ერთობ რთულია.

ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში 

დამოუკიდებლობის მოპოვება, რამაც ხელახლა შვა თავისუფალი, საკუთარი ისტორიული წიაღისკენ მიმავალი საქართველო.

ვარდების რევოლუცია რაც საკმაოდ დიდი ნახტომი გამოდგა სამომავლო განვითარების გზაზე და სხვა სტილის ქვეყანად გვაქცია.

2008 წლის ომი, რამაც უფრო მეტი სიცხადით დაგვანახა თუ რამდენად გვჭირდება ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია და რის შწმდეგაც რადიკალურად შეიცვალა ქართველი ხალხის დამოკიდებულება მტერი სახელმწიფოს მიმართ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.