3 მარტს, სამშაბათს, 19:00 საათზე ჩვენ ვიწყებთ „თავისუფლების მიღმა“ პოდკასტების სერიას განათლებაზე.
შაკო ჩხეიძეს სტუმრად განათლების ექსპერტები, პედაგოგები და განათლების სფეროს პროფესიონალები ისაუბრებენ განათლებასა და თავისუფლებაზე.
პირველი გადაცემის სტუმარია გიგი თევზაძე – საქართველოს განათლების რეფორმის პროექტის დირექტორი (2004-2006), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი (2006-2013) თანამდებობებზე, რომელიც მან 2006 წელს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობითა და დავალებით დააარსა.
სხვადასხვა წელს ეკავა სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობა. 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და 4D კვლევების ინსტიტუტის დირექტორია.
არის 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, 14 წიგნისა და რამდენიმე ათეული ბლოგის ავტორი ქართულ-ინგლისურ, გერმანულ, მაკედონიურ და რუსულ ენებზე. 14 წიგნიდან 3 მხატვრული ლიტერატურის ჟანრისაა.
„თავისუფლების მიღმა“ არის ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ერთობლივი პროექტი, რომლის მთავარი მიზანი არის თავისუფალი სივრცის შექმნა, რომელშიც ადამიანები ისაუბრებენ საინტერესეო და მნიშვნელოვან თემებზე.