ჩვენ ვაგრძელებთ „თავისუფლების მიღმა“ პოდკასტების სერიას განათლებაზე.
შაკო ჩხეიძესთან სტუმრად განათლების ექსპერტები, პედაგოგები და განათლების სფეროს პროფესიონალები ისაუბრებენ განათლებასა და თავისუფლებაზე.
მესამე გადაცემის სტუმარია სიმონ ჯანაშია , რომელიც იკვლევს საქართველოს და საერთაშორისო განათლების პრობლემებს. სიმონ ჯანაშიას დამთავრებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრატური განათლების, სწავლისა და სწავლების სპეციალობით და დოქტორანტურა კოლუმბიის უნივერსიტეტის განათლების საერთაშორისო განვითარების სპეციალობით.
მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა და დაინერგა ეროვნული სასწავლო გეგმა, დაარსდა სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, ჩატარდა გამოკვლევები მოსწავლეთა სწავლის შედეგების მიმართულებით. მისი ავტორობით შემუშავებულია პოლიტიკის დოკუმენტები განათლების ხარისხის, სკოლების უსაფრთხოებისა და მასწავლებლების მომზადების სფეროებში.
„თავისუფლების მიღმა“ არის ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ერთობლივი პროექტი, რომლის მთავარი მიზანი არის თავისუფალი სივრცის შექმნა, რომელშიც ადამიანები ისაუბრებენ საინტერესეო და მნიშვნელოვან თემებზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.