ჩვენ ვაგრძელებთ „თავისუფლების მიღმა“ პოდკასტების სერიას განათლებაზე.
შაკო ჩხეიძესთან სტუმრად განათლების ექსპერტები, პედაგოგები და განათლების სფეროს პროფესიონალები ისაუბრებენ განათლებასა და თავისუფლებაზე.
მეორე გადაცემის სტუმარია გიორგი ჭაუჭიძე – გიორგი ჭაუჭიძე მუშაობს ქალაქ მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლად. იგი ოც წელზე მეტია მასწავლებელია და მათგან თხუთმეტი წლის განმავლობაში სხვადასხვა არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის, ძირითადად ეთნიკურ სომხებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს. გიორგის მიაჩნია, რომ ქართული საგანმანათლებლო სისტემის ყევლაზე აქტუალური სფერო სწორედ არაქართულენოვანი სკოლებია.
„თავისუფლების მიღმა“ არის ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ერთობლივი პროექტი, რომლის მთავარი მიზანი არის თავისუფალი სივრცის შექმნა, რომელშიც ადამიანები ისაუბრებენ საინტერესეო და მნიშვნელოვან თემებზე.