გაიცანით – ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობის პროგრამის სტიპენდიატი – თამაზი ხალხელაური. თამაზი 1 თვის განმავლობაში სტაჟირებას თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში გაივლის.

„თელავი პატარა ქალაქია, აქ ყველა, ერთმანეთს იცნობს, ამიტომაც კარგად ვიცით რა გვიჭირს. თელავის მუნიციპალიტეტის ხელშია მოსახელობის ბედი. ყოველთვის მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა თელავის განვითარებაში, სწორედ ახლა გამოჩნდა შანსი და შემარჩიეს იმისათვის, რომ წვლილი შევიტანო ქალაქის განვითარებაში, ვნახო, თუ როგორ მუშაობს ჩვენი მუნიციპალიტეტი, დავაფიქსირო ჩემი აზრი, ვიზრუნო მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე და ხელი შევუწყო მათ. ამ სტიპენდიას გამოვიყენებ განვითარებისათვის და გავყვები ამ საქმიანობას მომავალში. ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებ.“

თამაზი ხალხელაური დაიაბადა 1998 წლის 31 იანვარს, დედოფლისწყაროში. 2004 წელს შევიდა აკურის საჯარო სკოლაში და პარალელურად ქართულ ნაციონალურ ცეკვასა და ფორტეპიანოს წრეზე სოფელ აკურასა და ვაჩნაძიანში. 2011 წელს გადავიდა საცხოვრებლად ქალაქ თელავში და მალევე დაიწყო არაფორმალური განათლების სფეროში მოღვაწეობა, ჩართული იყო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტებში და თანატოლებს გადასცემდა იმ ინფორმაციას, რასაც იძენდა. 2013 წელს შევიდა თანამედროვე ცეკვების ანსამბლში, ამასთან ერთად ეწეოდა მოხალისეობრივ საქმიანობას და ატარებდა ტრენინგებს. ამჟამად სწავლობს იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის განხრით.

ჩვენ გვჯერა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარებისთვის – ამიტომ, წარმატებები თამაზს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.