ჩემი მოკლე ბიოგრაფია
დავიბადე ლანჩხუთში ,მერე ჩამოვედი თბილისში დაახლოებით თვეების ვიყავი ,გავიზარდე და მე-9 კლასში გადავედი ნიუტონის თავისუფალ სკოლაში ,ნიუტონმა ბევრი რამ მასწავლა ,ბევრი რამ დამანახა ,უფრო აქტიური გამხადა და რაც მთავარია დამოუკიდებლობა მასწავლა, ერთერთი მაგალითი კი ჩემი და ჩემი თანაკლუბელების ჩატარებული გამოფენა გახლდატ ,რომლისთვისაც ყველაფერი ჩვენ მოვამზადეთ. შემდეგ იყო დიპ. სკოლაში (პირველი ნაკადი) იქაც მოხდა ჩემი ცვლილება ბოლოსდაბოლოს ახალი მეტსახელი სომალი შევიძინე, მერე იყო აბიტურიენტობა სადაც უკვე ინიციატივის გემოც გავიგე და ორი პროექტი გავაკეთე , მაგრამიმ წელს თავში რაც შეიძლებოდა ყველაფერი გადამიტრიალდა ამიტომაც ახლა ვსწავლობ უნივერსიტეტში რაზე , რატომ და რისთვის მეთვითონაც რო არ ვიცი.
ჩემთვის #ინიციატივა
ჩემთვის ინიციატივა არის საშუალება განახორციელო ის იდეები რომლებიც გავწუხებდა ყოველთვის მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდით კი გაგვიელვებდა თავში მაგრამ ერთი წამიანი დაღონების და კეხიანობის შემდეგ ის სწრაფად იკარგებოდა ,ალბათ ამისთვის საჭირო იყო მოტივატორი და დამხმარე რომელმაც შეძლო ჩემი აზრით ახალგაზრდების ავტობუსში(ჩემს შემთხვევაში) თუ სხვა ადგილას გაჩენილი იდეების სისრულეში მოყვანა ,ანუ გაერთიანება ხალხის რათა ეს პრობლემა მოეგვარებინა თვითონ და არ დალოდებოდა აი თითს რო ვიშვერთ ხოლმე ზევით ეგეთ ადამიანების ქმედებებს. ერთი სიტყვით ინიციატივა ჩემთვის არის ამამოქმედებელი ძალა.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
ერთადერთი ადგილი სადაც ხედავენ რომ ამ ქვეყნის “გადარჩენა” ახალგაზრდებს შეუძლიათ, ამისთვის კი მთელი ქვეყნიდან კრებს ახალგაზრდებს და ხდის მათ უფრო აქტიურებს რადგან სამოქალაქო აქტივიზმი ჩემი აზრით ახლა ქვეყანას ძალიან სჭირდება . ეგი ერთი პროექტიღ არ ჩერდება რაც ძალიან კარგია რადგან ერთჯერადი აქტივობა არაფერია,ახლა უფრო მაშტაბური პროექტი იწყება შემდეგ კიდე უფრო და ასე შევგროვდებით უფრო და უფრო ბევრი ახალგაზრდა ,რომელიც შეცვლის დღევანდელობას.
მე ასეთი საქართველო მინდა…
როგორიც არის საქართველო მე ძალიან მომწონს მაგრამ იმ ტყეებში ,მთებში და ბარებში ასე რო გვიყვარს და ვამაყობთ ნაკლები ნაგავი რო დავყაროთ და საერთოდაც ომ არ დავყაროთ უფრო კარგი იქნება , ერთმენეთს რომ პატივი ვცეთ და დავიცვათ ყველას უფლებები , უფრო მეტად რომ დავაფასოთ განათლება ,მეტი ყურადღება მივაქციოთ ხელოვნებას ,ყველამ თავის თავს რომ მიხედოს და მთავრობა კი არ ყავდეს გადამრჩენელი არამედ თვითონ რომ გაანძრიოს ხელი ეგეთი საქართველო მინდა.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
რო ვიცოდე მომავალში რა მინდა გამოვიდე ალბათ სადაც ვარ იქ არ ვისწავლიდი ,ერთი ვიცი სად ვხედავ ჩემ თავს ეს ხელოვნების სფეროა არ ვიცი იქნებ მეორე დემნა გვასალია ვიყო ან ფოტოგრაფიაში ,ან იქნებ კრიტიკოსი ,ხელოვნებათმცოდნე,მწერალი ჯერ ლექტორობაზე ვარ შეჩერებული ახლა ეგ მინდა მანამდე უამრავი რამ მინდოდა და ახლაც ვიცი კიდე უამრავი რამე მინდა რო გამოვიდე ,პროსტა აი განათლებული მინდა რა რო ვიყო როგორც ჩემი ქართულის მასწავლეელი იყო , რო ვუსმენდი აღფრთოვანებული ვიყავი ჯერ ლაპარაკის მანერით,და შემდეგ ცოდნით და ალბათ ეს არის ჩემი მიზანი მეც ეგრე მინდა რო მისმენდნენ .
ქართველობა ჩემთვის არის…
ერთ პატარა ქვეყანაში მცხოვრები აბსულიტურად განსხვავებული ხალხი სამზარეულოთი ,სამეტყველო ენით,წესებით,ტრადიციებით არ ვიცი შეიძლება არის უფრო განსხვავებულიც სხვაგან მაგრამ მე მაინც ეს მომწონს ქართველობაში რომ ამ განსხვავებულობის მიუხედავად მაინც ერთად ვართ ,ამბობენ ღრუზინებიო ,უსაქმურბიო,ზარმაცებიო მაგრამ ეგ ხომ ყველგან არის ზარმაცები რო ვყოფილიყავით მაღალმთიან რგიონებში ბავშვები აღარ ივლიდნენ 15 კილომეტრს გაკვეთილების გამო ,არც ის გემრიელი ხილი და ბოსტნეული გვექნებოდა ამდენი რო არ ემუშავათ სოფლებში ხალხს .ეს არის ქართველობა შრომაც ,ძალაც,ერთობაც .