27 ივლისს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზინდენტმა გიორგი მელაშვილმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ევროპულ-ქართულ ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობდა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან, ბოლო საერთო პროექტი ამ ზაფხულს ბაზალეთის ტრენინგ-ცენტრში ჩატარდა ,სადაც სამოქალაქო ოლიმპიადის გამარჯვებულებს ჩაუტარდათ ლექციები და შემეცნებითი თამაშები .
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალგაზრდებთან და საერთო მიზანი გვამოძრავებს, ამიტომაც მემორანდუმი უფრო გაამყარებს ჩვენს ურთიერთობას და მომავალში საერთო ძალებით განვახორციელებთ უფრო მეტ და საინტერესო პროექტებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.